თენგო თევზაძე: ივანიშვილის წერილს ორი ამოცანა აქვს …

“კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი თენგო თევზაძე:
ივანიშვილის წერილს ორი ამოცანა აქვს, ერთი საკუთარი მონების გამხნევება, მეორე მტრების მიმართ მუქარა:
ძირითადი შინაარსი შემდეგია:
👉 პროპაგანდა ისევ იგუგუნებს ვითონ ეროვნულ ღირებულებებზეო. რეალურად ესენი არიან ანტი-ქართული რეჟიმი. არაფერი ქართული ამათ არ აქვთ; (გამამხნევებელი ნაწილი)
👉 ევროკავშირი არა ჩემი ფეხებიო, მაგრამ არ ინერვიულოთო ჯერ ერთი კავშირი და მეგობრობა ორმხირვი ვიცი მეო და მეორეც არაფერი მაგ ევროკავშირში კარგი არ არის დამიჯერეთო; (გამამხნევებელი)
👉 4 ოქტომბრის (არჩევნებს გულისხმობს) შემდეგ “აგენტებს” დავერევიო, ჩემებო არ შეგეშინდეთ – დასუსტებულები არიანო; (გამამხნევებელი + მუქარა)
👉 4 ოქტომბერს არეულობას გეგმავენო, 2020 – ში და 2024 -შიც ამას ამბობდა წერილებში, არ ავარევინებო – დავსჯითო; (მუქარა)
👉 გვიღალატესო, კორუფციაში ჩაეფლენო, მაგრამ გამოვსწორდებითო. მახსოვს თვალცრემლიანი რომ ამბობდა მეტს აღარ ვიზამთო; (გამამხნევებელი)
👉 13 წელი ბევრი არის, ბევრს გავუძელით, ვიცი ჩემითაც დაიღალეთ, მაგრამ ახლა ისევ მოიხოდეთ და მენდეთო – რამე “შარი” არ დაგვემართოსო; (გამამხნევებელი)
👉 სხვა ბევრი ბლა-ბლა, ძირითადად მონების გამხნევება და ხალხზე და ოპოზიციაზე მუქარა.
❗️ივანიშვილმა მშვენივრად იცის მისი მუქარის რომ აღარავის ეშინია, ამ წერილით კარგად სჩანს რომ მხოლოდ “მისებს” ელაპარაკება. მშვენივრად იცის რომ საქართველოს ეროვნულ ინტერეს უღალატა. დარწმუნებულია, რომ მოსახლეობის უმრავლესობას მისკენ გულს ვეღარ მოუბრუნებს ამიტომ იმუქრება და მისი მონები ამიტომ გვეუბნებიან წადით ამ ქვეყნიდანო.
ბიძინა მალე წავა საქართველოდან !