სამხრეთამერიკული თავგადასავალი

14-24 ნოემბერს შესაძლებლობა გაქვთ მსოფლიოს ორ უდიდეს საფეხბურთო დედაქალაქში, ბუენოს აირესსა და რიო-დე-ჟანეიროში იმოგზაუროთ, სადაც ნამდვილი სამხრეთამერიკული თავგადასავლის მონაწილე გახდებით. თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს ამ ტურზე განსაკუთრებული შეთავაზება ელოდებათ.

ათდღიანი მოგზაურობის ფარგლებში, მონაწილეები სიღრმისეულად გაეცნობიან ორივე ქალაქის კულტურას. ექსკურსიებთან ერთად, მოეწყობა ველოტური ბუენოს-აირესში და „ასადოს“ კულტურული საღამო. ტურის მონაწილეები დაესწრებიან ოთხ განსაკუთრებულ საფეხბურთო მატჩსა და მოინახულებენ ლეგენდარულ „მარაკანას“ და „სან-ჟანუარიოს“ სტადიონებს. სურვილის შემთხვევაში კი, ქვედა ლიგის სტადიონის ან ფეხბურთის მუზეუმის დათვალიერებაც არის შესაძლებელი.

ტურს ორი გამორჩეული ქართველი მეგზური ეყოლება – ბიძინა ბარათაშვილი, საქართველოში ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული მიმომხილველი და ალექსანდრე გაბრიჩიძე, Setanta Sports-ის გამორჩეული ხმა და ქართველი კომენტატორების ახალი თაობის სახე.

სამხრეთამერიკული თავგადასავლის მასპინძელი Setanta Sports-ია.

ტურის განრიგი (14-24 ნოემბერი):

  • 5 ღამე ბუენოს აირესში (სასტუმრო Vilon Hotel Recoleta)
  • 5 ღამე რიო-დე-ჟანეიროში (სასტუმრო Windsor Copa)
  • 4 მატჩზე დასწრება

მატჩები ბუენოს აირესი:

  • ველესი – რივერ პლეიტი
  • ბოკა ხუნიორსი – ტიგრე

მატჩები რიო-დე-ჟანეირო:

  • ფლამენგო – სპორტი
  • ვასკო და გამა – სან პაულუ

ეს არის შანსი, საფეხბურთო სამყაროს შუაგულში ამოყოთ თავი და პირადად გახდეთ მონაწილე იმ ისტორიების, რომლებსაც აქამდე ეკრანიდან თუ მიადევნებდით თვალს.

ს მომხმარებლები, ტურის შეძენის შემთხვევაში, ფასდაკლებებით ისარგებლებენმოგზაურობის დასაჯავშნად და მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ კონცეპტ ასისტენტს – 032 2 27 27 99.