განათლების სამინისტრო ინიციატივით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებსა და დამსწრე საზოგადოებას პროფესიული დღე მიულოცეს და ღვაწლმოსილ პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისთვის მადლობის სიგელები გადასცეს.
ღონისძიებაზე სხვადასხვა საჯარო სკოლის 37 პედაგოგი დაჯილდოვდა, რომელთაც სასკოლო თუ არაფორმარული განათლების ღონისძიებებში აქვთ დიდი გამოცდილება.
დაჯილდოების ცერემონიას აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი მაია ხაჯიშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირეაძე, რესურსცენტრის ხელმძღვანელი ხათუნა დიდმანიძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ინიციატივით, მასწავლებლის ეროვნული პრემიის ფარგლებში, ღვაწლმოსილ პედაგოგთა დაჯილდოება ყველა რეგიონში 10 ოქტომბრის ჩათვლით იმართება. დასკვნითი ღონისძიება კი 27 ოქტომბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ჩატარდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ 13 წლის განმავლობაში, არის ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მტკიცე პოლიტიკით და იმ ხედვით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ ივლის