პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში, რომელიც 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში გაიმართება.
EPC-ის რიგით მე-7 კონფერენციის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ევროპული სახელმწიფოების ლიდერები და საერთაშორისო ინსტიტუტების ხელმძღვანელები პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობის გზით ევროპის კონტინენტზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. სამიტი პლენარული სესიით გაიხსნება. ასევე, დაგეგმილია თემატური დისკუსიები მრგვალი მაგიდის ფორმატში. ირაკლი მონაწილეობას მიიღებს დისკუსიაში, რომლის მთავარი თემაა „ეკონომიკური უსაფრთხოება – ევროპული დამოკიდებულებების შემცირება“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროკავშირის ოთხმა ქვეყანამ, საფრანგეთმა, ბელგიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა, 2022 წლიდან, როცა რუსეთის მხრიდან უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია დაიწყო, 2025 წლამდე, რუსეთს უფრო მეტი თანხა გადაუხადეს ბუნებრივი აირისთვის, ვიდრე ჯამურად დახარჯეს უკრაინის დახმარებაზე

ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი მიღწევა ამ 13 წლის განმავლობაში, არის ის მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც 2012 წლიდან დაიწყო. დარწმუნებული ვართ, რომ ამ მტკიცე პოლიტიკით და იმ ხედვით, რომელიც ჩვენს გუნდს გააჩნია, ჩვენი ქვეყანა სულ წინ და წინ ივლის