ვინ არის ამერიკაში მოღვაწე ქართველი მომღერალი და როგორ მოხვდა მისი სიმღერები მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქზე”

ბოლო რამ­დე­ნი­მე დღეა, სა­ქარ­თვე­ლოს ექ­სპრე­ზი­დენ­ტის, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლურ Facebook გვერ­დზე ქარ­თვე­ლი მომ­ღერ­ლის, მაია იუ­კუ­რი­ძის სიმ­ღე­რე­ბი „ჩემი ხარ, ჩემი“ და „მო­ვი­პა­რავ“ ვრცელ­დე­ბა. გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი ერთ-ერთ პოს­ტში წერს: “მი­ვე­სალ­მე­ბი ჩვენს უნი­ჭი­ე­რეს ემიგ­რანტს, მაია იუ­კუ­რი­ძეს. ასე­თი ტა­ლან­ტე­ბის მყო­ლი ხალ­ხი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მემ და­ი­მო­ნოს! დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩვენს ბრძო­ლა­ში, ემიგ­რა­ცი­აც იტყვის თა­ვის სათ­ქმელს!“

ამ მო­უ­ლოდ­ნელ­მა გა­ზი­ა­რე­ბებ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­თა შო­რის არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია. ზო­გი­ერ­თმა ივა­რა­უ­და, რომ პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დი გა­ტე­ხეს, ზოგი კი ხუმ­რობ­და, რომ მი­შას მუ­სი­კა­ლუ­რი პა­უ­ზა ჰქონ­და. იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ რა ხდე­ბო­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, პო­ლი­ტი­კუ­რი პარ­ტი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს და­ვუ­კავ­შირ­დით.

ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძემ ჩვენ­თან სა­უ­ბა­რი არ ისურ­ვა, ამის მი­ზე­ზად მო­უც­ლე­ლო­ბა და­ა­სა­ხე­ლა. “ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის” ერთ-ერთი ლი­დე­რი, სოფო ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებს, რომ წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­და არც მომ­ღე­რალ­ზე, არც სიმ­ღე­რებ­ზე და არც იმა­ზე, თუ ვის შე­იძ­ლე­ბო­და გა­ე­ზი­ა­რე­ბი­ნა ეს მუ­სი­კა სა­ა­კაშ­ვი­ლის გვერ­დზე.

გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცია აქვს გი­ორ­გი ჩა­ლა­ძეს, პარ­ტი­ის წევ­რს, რო­მე­ლიც ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ოჯახ­თან მე­გობ­რობს:

“პრე­ზი­დენ­ტის გვერ­დის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი გა­ა­ზი­ა­რებს. სხვა გა­მო­რი­ცხუ­ლია, რამე მოხ­დეს. მე რო­გორც წა­ვი­კი­თხე პოს­ტი­დან, ემიგ­რა­ცია იყო აღ­ნიშ­ნუ­ლი, შე­სა­ბა­მი­სად, ემ­სა­ხუ­რე­ბა ჩვე­ნი ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბას. მი­ხა­რია, რომ თქვენს ყუ­რა­დღე­ბის სივ­რცე­შიც მოხ­ვდა და იმე­დი მაქვს, და­ეხ­მა­რე­ბა ხსე­ნე­ბულ შემ­სრუ­ლე­ბელ­საც. პრე­ზი­დენ­ტის გა­რე­შე, მისი სა­ხე­ლით ვერ გავ­რცელ­დე­ბა რა­ი­მე. თუ მსგავ­სი მოხ­დე­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გვექ­ნე­ბა მეც და მა­საც შე­სა­ბა­მი­სი რე­აქ­ცია. მი­უ­ხე­და­ვად მისი პო­ლი­ტი­კუ­რი პა­ტიმ­რო­ბი­სა და შე­ზღუ­დუ­ლი ყვე­ლა კო­მუ­ნი­კა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბი­სა, პრე­ზი­დენ­ტის ერ­თგუ­ლი თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი ყვე­ლა მის საქ­მეს შე­სა­ბა­მი­სი პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მი­თა და ერ­თგუ­ლე­ბით უძღვე­ბი­ან.“

ვინ არის მაია იუ­კუ­რი­ძე?

იმის გა­სარ­კვე­ვად, თუ ვინ არის მომ­ღე­რა­ლი, რომ­ლის ვი­დე­ო­ებ­მაც პრე­ზი­დენ­ტის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი აა­ფო­რი­ა­ქა, მაია იუ­კუ­რი­ძეს ამე­რი­კა­ში და­ვუ­კავ­შირ­დით.

მაია ამ­ბობს, რომ მისი სიმ­ღე­რე­ბის გარ­შე­მო აჟი­ო­ტაჟ­ზე რე­აქ­ცია არ აქვს, ისე­ვე რო­გორც არ ჰქო­ნია მა­შინ, როცა მისი სიმ­ღე­რა „ჩემი ხარ, ჩემი“ 2020 წელს ინ­ტერ­ნეტ­ში პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და.

“არა­სო­დეს მი­ფიქ­რია პო­პუ­ლა­რო­ბა­ზე, უბ­რა­ლოდ ჩემ­თვის ვწერ სიმ­ღე­რებს და თუ ხალ­ხს მო­ე­წო­ნე­ბა, ხომ ძა­ლი­ან კარ­გი და თუ არა, მა­ინც დავ­წერ, ჩემ­თვის ვი­ღი­ღი­ნებ,“ – გვი­თხრა მა­ი­ამ.

თა­ვი­სი შთა­გო­ნე­ბის წყა­როდ მომ­ღე­რა­ლი თუ­შეთს ასა­ხე­ლებს: “ვარ უბ­რა­ლოდ თუში. მიყ­ვარს სი­გი­ჟემ­დე ჩემი თუ­შე­თი და თუ­შე­თია სრუ­ლი­ად ჩემი სიმ­ღე­რე­ბის და­წყე­ბის მი­ზე­ზიც. თუ­შეთ­ში თუ ხართ ნამ­ყო­ფი, მიხ­ვდე­ბით, რა­ტო­მაც ვმღე­რი, იქ ყვე­ლა მღე­რის და ლექ­სებს წერს.“

მაია იუ­კუ­რი­ძე ამე­რი­კა­ში უკვე 21 წე­ლია ცხოვ­რობს, თუმ­ცა ამ­ბობს, რომ სამ­შობ­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის. “წელი არ გა­მიც­დე­ნია თუ­შეთ­ში რომ არ წა­ვი­დე, წლე­ვან­დე­ლის გარ­და, იმი­ტომ რომ ფეხ­მძი­მედ ვი­ყა­ვი და ვერ გავ­რის­კე” – გვი­თხრა მან.

მაია ბავ­შვო­ბი­დან მღე­რის. მისი პირ­ვე­ლი „ინ­სტრუ­მენ­ტი“ თუ­შეთ­ში ნა­პოვ­ნი ძვე­ლი იყო, რო­მელ­საც კლა­ვი­შე­ბის ნა­ხე­ვა­რი არ უმუ­შა­ვებ­და. ამის მი­უ­ხე­და­ვად, მან სწო­რედ მას­ზე და­ი­წყო თუ­შუ­რი სიმ­ღე­რე­ბის სწავ­ლა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბის წერა.

მისი ოჯა­ხი ემიგ­რა­ცი­ა­ში მა­მის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, გა­ჭირ­ვე­ბამ წა­იყ­ვა­ნა. ჯერ დედა, ლია აბა­ი­ძე წა­მო­ვი­და ამე­რი­კა­ში და შემ­დეგ მა­ი­აც წა­იყ­ვა­ნა. ისი­ნი პენ­სილ­ვა­ნი­ა­ში, პო­კო­ნო­ში, მო­ნას­ტრის ახ­ლოს ცხოვ­რო­ბენ, რომ­ლის შე­ძე­ნის ინი­ცი­ა­ტო­რიც დე­და­მი­სი იყო.

დე­დას­თან ერ­თად

“დე­და­ჩე­მი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბის აგენ­ტი იყო და გა­სა­ყი­დი ეკ­ლე­სია ნახა 2007 წელს და და­ი­ჟი­ნა, რომ ჩვენ უნდა გვე­ყი­და. შეგ­როვ­და ფული და ვი­ყი­დეთ. მას მერე არის აქ ქარ­თუ­ლი მო­ნას­ტე­რი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია იყო ის­ტო­რი­ა­ში, რო­მე­ლიც ამე­რი­კა­ში შე­იქ­მნა. მერე გა­და­ე­ცა სა­პატ­რი­არ­ქოს და მას მერე სა­პატ­რი­არ­ქოს ეკუთ­ვნის, გვყავს 3 დე­დაო რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­მო­ვიდ­ნენ წლე­ბის წინ და ახლა მო­ნას­ტრის გვერ­დზე სახ­ლიც შე­ი­ძი­ნა ეკ­ლე­სი­ამ და იქ ცხოვ­რო­ბენ. ყვე­ლა კვი­რას წირ­ვა ტარ­დე­ბა და ვხვდე­ბით ემიგ­რა­ცი­ა­ში ქარ­თვე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს“ – ამ­ბობს მაია.

მისი მე­უღ­ლე, გი­ორ­გი გო­გო­ლა­უ­რიც ქარ­თვე­ლია და ისიც მღე­რის და სიმ­ღე­რებს წერს. წყვილს ორი თვის ვაჟი, ელია-ზეზ­ვა გო­გო­ლა­უ­რი ჰყავს.

ექ­სპრე­ზი­დენ­ტის პოს­ტებ­ზე

მა­ი­ამ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის მიერ მისი სიმ­ღე­რე­ბის გა­ზი­ა­რე­ბის შე­სა­ხებ ბი­ძაშ­ვი­ლის­გან შე­ი­ტყო, რო­მელ­მაც მას “სქ­რინ­შო­ტი“ გა­უგ­ზავ­ნა.

“გა­მი­ხარ­და, რა თქმა უნდა. ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი, თუ ჩვე­ნი ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ჩემს სიმ­ღე­რებს მო­ის­მენ­და და გა­ა­ზი­ა­რებ­და. პი­რა­დად არ ვიც­ნობ, მარ­თა­ლია, და პო­ლი­ტი­კა­ში არა­სო­დეს ვე­რე­ვი,“ – გვი­თხრა მომ­ღე­რალ­მა.

მისი სიმ­ღე­რე­ბი გან­სხვა­ვე­ბუ­ლი სტი­ლით გა­მო­ირ­ჩე­ვა. მაია ტექ­სტში თუ­შურ სი­ტყვებს ურევს, რომ­ლე­ბიც ძვე­ლი ქარ­თუ­ლი სი­ტყვე­ბია, რის გა­მოც ბევ­რს უჭირს მათი ში­ნა­არ­სის გა­გე­ბა.

წყარო

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: ისლამური რევოლუცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 1978 წელს ქალაქ აბადანში ისლამისტმა ტერორისტებმა კინოთეატრ “სინემა რექსში” მისული 400-მდე ადამიანი შენობაში გამოკეტეს, საავიაციო ბენზინი გადაასხეს და ცოცხლად გამოწვეს

ისრაელის თავდაცვის ძალები ირანის უსაფრთხოების ხელმძღვანელობის რამდენიმე წევრის, მათ შორის თავდაცვის მაღალი რანგის ოფიცრის, ალი შამხანის და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, მკვლელობას ადასტურებს