აშშ-ში მთავრობის „შათდაუნი“ დაიწყო

აშშ-ის ფედერალური მთავრობის მუშაობის შეჩერება, ე.წ. „შათდაუნი“ ოფიციალურად დაიწყო. მთავრობის მუშაობის შეჩერება რამდენიმე საათში დაიწყო მას შემდეგ, რაც „რესპუბლიკელების“ მიერ კონტროლირებადმა სენატმა ვერ შეძლო სამთავრობო ხარჯების შესახებ კანონპროექტის მიღება.
უწყებები ოთხშაბათს დილით დაიწყებენ დახურვის პროცედურების განხორციელებას, რათა ასობით ათასი თანამშრომელი სამსახურებში დატოვონ, ან შვებულებაში გაუშვან. თითქმის არცერთი ფედერალური თანამშრომელი, მიუხედავად იმისა, იქნება თუ არა ის შვებულებაში, არ მიიღებს ანაზღაურებას მანამ, სანამ კონგრესი შეთანხმებას არ მიაღწევს. ანაზღაურებას ყველა თანამშრომელი მოგვიანებით მიიღებს მას შემდეგ, რაც „შათდაუნი“ დასრულდება.
ეს არის -ის მთავრობის პირველი „შათდაუნი“ 2018 წლის შემდეგ. აშშ-ის მთავრობის მუშაობის შეჩერება ბოლოს 2018 წლის ბოლოს დაიწყო და 34 დღის განმავლობაში გაგრძელდა.