მაიკ ჯონსონი – მთავრობის შათდაუნი გარდაუვალია

აშშ-ის სენატორებმა ვერ შეძლეს კანონპროექტის მიღება, რომელიც მთავრობის მუშაობის შეჩერების, ე.წ. „შათდაუნის“ თავიდან აცილებას ისახავდა მიზნად, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„შათდაუნმა“ შესაძლოა დროებით შეაჩეროს აშშ-ის მთავრობის ზოგიერთი – მაგრამ არა ყველა – სერვისი. როგორც წესი, სიცოცხლისა და ქონების დასაცავად კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფუნქციები აუცილებლად ითვლება და ღია რჩება.
წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, მაიკ ჯონსონმა CNN-ს განუცხადა, რომ მთავრობის მუშაობის შეჩერება „გარდაუვალია“.
„ვფიქრობ, რომ ეს ახლა გარდაუვალია“, – განაცხადა მან და სენატის უმცირესობი ლიდერი, ჩაკ შუმერი დაადანაშაულა იმაში, რომ „დემოკრატებმა“ „რესპუბლიკური პარტიის“ მიერ შეთავაზებული დაფინანსების წინადადებას მხარი არ დაუჭირეს.
„ასე რომ, ერთადერთი კითხვა ის არის, რამდენ ხანს შეინარჩუნებს ჩაკ შუმერი მთავრობას დახურულს. ეს სახიფათო ნაბიჯია”, – აღნიშნა ჯონსონმა.
ე.წ. „შათდაუნი“ თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყება.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს