ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

“სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის” დამფუძნებელი ირაკლი აბესაძე:
რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს, (სხვათაშორის თვითონ არც დაესწრო):
✔️ განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი;
✔️ სამშენებლო მოედნად მიიერთა ბოტანიკური ბაღის 40,000 კვ.მ ტერიტორია (გაუცვალა ბაღს გამოუსადეგარ ნაკვეთში);
✔️ ვითომ კრწანისი-შინდისის გზის მშენებლობისთვის მოიჭრა 800-ზე მეტი ხე და შემდგომ, ეს გაჩეხილი ტერიტორია გადასცეს ივანიშვილს სამშენებლოდ. გზა სხვა ტრაექტორიაზე აშენდა;
✔️რაც შეეხება სასტუმროს, რომელიც დღეს იხსნება, პროექტით გათვალისწინებული 33,843 კვ.მ-ის ნაცვლად უნებართვოდ ააშენა 46,540 კვ.მ (ანუ 12,697 კვ.მ-ით მეტი); მათ შორის, მხოლოდ სასტუმროს ნომრები უნებართვოდ ააშენა 5,485 კვ.მ-ით მეტი, რაც მილიონობით ლარის მეტი შემოსავალია მისთვის;
✔️ მანამდე, ამავე ტერიტორიაზე 2023 წელს მერიას ექსპლუატაციაში მიაღებინა ,,გოლფ კლუბი”, სადაც პროექტით გათვალისწინებული 12,901 კვ.მ-ის ნაცვლად, ააშენა 19,491 კვ.მ (ანუ 6,590 კვ.მ-ით მეტი).
✔️❗️ ვითომ ,,გოლფ კლუბი” სინამდვილეში მისი ახალი რეზიდენციაა, სადაც ცხოვრობს.
✔️ და ეს ყველაფერი გააკეთა კომპანიებით, რომლებიც საქველმოქმედო ფონდ ,,ქართუ”-ს საკუთრებაა. ანუ ქველმოქმედების საფარქვეშ, ,,გოლფ კლუბად” ააშენა საკუთარი საცხოვრებელი რეზიდენცია🙄
❗️ალბათ მათ შორის ამიტომაცაა, რომ 2021 წლიდან ანუ უკვე 4 წელია კანონის უხეში დარღვევით არ ქვეყნდება საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის ,,ქართუ”-ს ანგარიშები.
P.S. აღარაფერს ვამბობ, კოჯრის გზატკეცილზე დაწყებულ და მიტოვებულ მშენებლობებზე, სადაც ისტორიული ლანდშაფტის ნაცვლად, ახლა თბილისელები და ტურისტები მიტოვებულ ბეტონის ნაგებობებს უყურებენ.

ასევე დაგაინტერესებთ

“ძვირფასო ბელარუსებო, თავი შეიკავეთ დღეს რუსეთში, განსაკუთრებით სასაზღვრო ოლქებში მოგზაურობისგან. იქ ყოველდღე ვარდება უპილოტო საფრენი აპარატები და მსგავსი უსიამოვნო შემთხვევები ხდება”