ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს

ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს
ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, – განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული.
„მინდა ყველა გავაფრთხილო, ჩვენ არავის დაპატიმრება არ გვიხარია, მაგრამ თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება. ეს არის ჩვენი მეგობრული გაფრთხილება ყველას წინაშე. ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში. შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს, ეს არის ჩვენი ძალიან მკაფიო გაფრთხილება. რა თქმა უნდა, პაატა ბურჭულაძის მიერ დაანონსებული რევოლუცია ვერ იქნება წარმატებული, თუმცა შეიძლება, ბევრი ადამიანი, იმაზე მეტი, ვიდრე წინა შემთხვევაში, აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. აქედან გამომდინარე, ჩვენი ვალია მათ მიმართ, ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, ყველა სათანადოდ გავაფრთხილოთ. მერე არ გაუკვირდეთ თუ კანონი მათ ძალიან მკაცრ პასუხს გასცემს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება