“დარეკვიდან 2 საათში გამასამართლეს” – რას ჰყვება გიორგი ბაჩიაშვილის დედა

გიორგი ბაჩიაშვილის დედამ, მარინა რამაზაშვილმა გადაცემა “რეაქციაში“ ჩართვისას განაცხადა:
“გაოგნებული ვარ ამ არადამიანური, წარმოუდგენელი ფანტაზიებით, რომელიც ბიძინა ივანიშვილს არა მარტო ჩემი, არამედ სრულიად საქართველოს მიმართ გააჩნია. მე ამ კაცისგან ყველაფერს ველოდები, ველოდები, რა ახალი ფანტაზია შეიძლება მოუვიდეს. დამირეკა ვიღაც გელამ, მოსამართლე და მითხრა, რომ ჩვენზე სისხლის სამართლის საქმე იყო აღძრული და 2 საათში უნდა გამოვცხადებულიყავით, რაზედაც ვუპასუხე, რომ ქვეყანაში არ ვართ-მეთქი. სულ ეს იყო. აღმოჩნდა, რომ სასწრაფოდ გამასამართლეს, 2 საათში, ასეთი რამ იურისპუდენციაში არ არსებობს, როდესაც ადამიანს სასამართლოს უწყობენ და 2 საათში განჩინებასაც წარუდგენენ. ეს არის იურისპუდენციის ყველა ნორმის დარღვევა, მაგრამ ივანიშვილი თავის თავზე ირგებს ყველაფერს. ამბობენ, მოსამართლე ძალიან დაბნეული იყოო, მე არანაირი პრეტენზია არ მაქვს იმ ქალთან, დაავალეს და გააკეთა, მაგრამ, ნუთუ არცერთი ადამიანი, მოსამართლე არ გამოინახა, რომელსაც ექნება თავისი მეობა და იტყვის, არა მე ამას არ გავაკეთებ, გავაკეთებ იმას, რაც კანონია. მაგრამ ალბათ ისეთები ჰყავთ შერჩეული, რომელთა უკან კრიმინალია და ნებისმიერ მომენტში ამოუგორონ და მოსამართლეს გააკეთებინონ ის, რასაც ეტყვიან. აბსოლუტური რობოტიზებულია ეს საქმე.”
სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი საქართველოში არ იმყოფებიან. მათ ბრალდება დაუსწრებლად წაუყენეს.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ პატიმრობაში მყოფი “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი აბესაძე: რა სასტუმროს ხსნის და რას ,,აზეიმებს” ივანიშვილი თავის მომხრეებს… განადგურდა 402,020 კვ.მ – სარეკრეაციო სივრცე თაბორის მთაზე და მოისპო ქალაქის ისტორიულად ჩამოყალიბებული ლანდშაფტი

ლევან ცუცქირიძე – ეს არ არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ეს არის მაფიოზური ბრძოლა – ამბობენ, „დიფ სთეითი“ ებრძვის საქართველოსო, რა „დიფ სთეითი“, „დიფ სთეითი“ ივანიშვილია – არსად ჩანს და ყველაფერს აკონტროლებს