მედია: „სფერო ჰოლდინგის“ სკანდალი – ასობით მოქალაქე კუთვნილი თანხის გარეშე დარჩა (ვიდეო)

ათობით მოქალაქე და მათი ოჯახის წევრები ღამის გასათევის გარეშე აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც „სფერო ჰოლდინგმა“ კონტრაქტით აღებული ვალდებულებები ვერ შეასრულა. დაზარალებულები აცხადებენ, რომ ბანკიდან გამოტანილი სესხები კომპანიაში დააბანდეს, რომელიც მათ გირაოს ალტერნატივას სთავაზობდა.

სქემის მიხედვით, „სფერო ჰოლდინგი“ მოქალაქეებისთვის ბინებს ქირაობდა, თანხა თავად უნდა გადაეხადა მეპატრონეებისთვის, ხოლო კონტრაქტის ვადის ამოწურვის შემდეგ ინვესტორებისთვის ფული უკან უნდა დაებრუნებინა. ვადა ამოიწურა, თუმცა ფული არ დაბრუნდა.

დაზარალებულთა მტკიცებით, საქმე „საუკუნის ძარცვას“ ეხება. მათი თქმით, „სფერო ჰოლდინგმა“ ნდობის მოსაპოვებლად სარეკლამო კამპანიაში ცნობილ სახეებიც კი გამოიყენა, თუმცა საბოლოოდ პირამიდული სქემა ჩამოინგრა და 300-მდე ოჯახი უმწეოდ დარჩა.

30 სექტემბრამდე მფლობელმა თანხების დაბრუნების პირობა დადო, მაგრამ დღეს, როდესაც მოქალაქეები ოფისში მივიდნენ, მათ პოლიცია დახვდათ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს