„Responsible Statecraft“-ის სტატიის ავტორი: მიხეილ ყაველაშვილმა გასულ კვირას ნიუ-იორკში შემახსენა, რომ ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს, 1,700 წლით მეტი და ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს

„Responsible Statecraft“-ის სტატიის ავტორი: მიხეილ ყაველაშვილმა გასულ კვირას ნიუ-იორკში შემახსენა, რომ ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს, 1,700 წლით მეტი და ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს
ევროკავშირი საქართველოსგან მოელის რადიკალურ ცვლილებებს, რათა ევროკავშირს მოერგოს. საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირისგან მოელის რადიკალურ ცვლილებებს, რათა საქართველოს მოერგოს, – ვკითხულობთ გავლენიანი ამერიკული გამოცემის Responsible Statecraft-ის სტატიაში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ ყაველაშვილთან ნიუ-იორკში ჩაწერილ ინტერვიუს აქვეყნებს.
სტატიის ავტორი წერს, რომ მხარეთა ზომის გათვალისწინების მკითხველს შესაძლოა ეს აბსურდულ მისწრაფებად მოეჩვენოს, თუმცა აქვე ანატოლ ლივენი საქართველოს პრეზიდენტს ციტირებს, რომელიც საქართველოს სამიათასწლოვან ისტორიაზე ამახვილებს ყურადღებას.
„ეს უკანასკნელი, შესაძლოა, აბსურდულ მისწრაფებად მოგეჩვენოთ, მხარეთა შედარებითი ზომის გათვალისწინებით (ევროკომისიის მიერ, რა თქმა უნდა, ამგვარად იქნება განხილული) მაგრამ როგორც საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა შემახსენა გასულ კვირას ნიუ-იორკში, ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს – თითქმის 1,700 წლით მეტი – და დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს“',- ვკითხულობთ სტატიაში.
გამოცემა მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდსაც იხსენებს და მას ავტორიტარულ რეჟიმად მოიხსენიებს.
„მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა მოვიდა ხელისუფლებაში, წლების მანძილზე ევროკავშირთან შესანიშნავი ურთიერთობები გააჩნდა. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის (ამჟამად ციხეშია სახელმწიფო ფინანსების მითვისების ბრალდებით) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინა მთავრობა, მართალია, რადიკალურ ეკონომიკურ რეფორმებს ატარებდა (კოლოსალური დასავლური ფინანსური დახმარების წყალობით), მაგრამ სულ უფრო და უფრო სასტიკი და ავტორიტარული გახდა, რის გამოც მას უფლებადამცველი ორგანიზაციები აკრიტიკებდნენ. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ საჯაროდ ამაზე იშვიათად საუბრობენ, დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა მალე თავად დაინახეს, რამდენად უგუნური და საშიში ფიგურა იყო სააკაშვილი, რომლის ქმედებებმაც 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი გამოიწვია, სადაც საქართველომ კატასტროფული მარცხი იწვნია“,- ვკითხულობთ Responsible Statecraft-ის სტატიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება