ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლები ხელისუფლების წარმომადგენლება მოინახულეს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლები ხელისუფლების წარმომადგენლება მოინახულეს
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა.
ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს.
სამივე სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა.
სკოლებში სრულად განახლდა სასწავლო გარემო – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სასწავლო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო და სპორტული დარბაზები. ასევე ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი და ბიბლიოთეკა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვჭირდება ახალი სინდისის მოძალადეები ციხეში, შესაბამისად, ყველა კიდევ ერთხელ მინდა გავაფრთხილო, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ითვალისწინებს კანონისმიერ მკაცრს პასუხს

„Responsible Statecraft“-ის სტატიის ავტორი: მიხეილ ყაველაშვილმა გასულ კვირას ნიუ-იორკში შემახსენა, რომ ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს, 1,700 წლით მეტი და ევროკავშირის შემდეგაც კიდევ დიდხანს იარსებებს