თორნიკე ჭეიშვილი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე – არავითარი სინანულის განცდა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ იმის გამო, რომ მათმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული, რაც არის დადასტურებული სასამართლოს მიერ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თორნიკე ჭეიშვილი პატიმრობაში მყოფი „თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ფაქტს ეხმიანება.
ჭეიშვილი აღნიშნავს, რომ ბაჩიაშვილის მშობლები არანაირ სინანულს არ განიცდიან მათი შვილის მიერ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით და „პირიქით, აპელირებენ ბიძინა ივანიშვილთან ახლობლურ ურთიერთობებზე“.
„არა მარტო გიორგი ბაჩიაშვილი, არამედ მთელი მისი ოჯახი, ამ შემთხვევაში მშობლებიც გამოდის, რომ არიან ძალიან დიდი კრიმინალური ენერგიის მატარებლები და ისინი ფაქტობრივად, როგორც იკვეთება, მას ეხმარებოდნენ იმაში, რომ მის მიერ უკანონოდ მოპოვებული ქონების ლეგალიზება მომხდარიყო.
არავითარი სინანულის განცდა ამ ადამიანებს არ გააჩნიათ იმის გამო, რომ მათმა შვილმა ჩაიდინა დანაშაული რაც არის დადასტურებული სასამართლოს მიერ, არამედ, პირიქით აპელირებენ გარკვეულ ახლობლურ ურთიერთობებზე“,- განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს