გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდათ

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი დირექტორის, გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ მიიღო. სასამართლო პროცესს არ ესწრებოდნენ გიორგი ბაჩიაშვილის დედა, მარინა რამაზაშვილი და მამა, ალექსანდრე ბაჩიაშვილი. ისინი საქართველოში არ იმყოფებიან.
საქართველოს პროკურატურა გიორგი ბაჩიაშვილის მშობლებს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.
ცნობისთვის, პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში მოახდინა დანაშაულებრივი გზით მოპოვებული აქტივებიდან 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია მშობლების დახმარებით.
ორივე მათგანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 194-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისათვის წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – მთავარი პროკურორი, რომლის შეთითხნილი ბრალდებებით დამაპატიმრეს, “ქილერად” გამოაცხადეს, როგორც ჩანს, “ქილერის” გარდა, ვერავინ უსრულებდა ივანიშვილს ამ სურვილს – გაფრთხილებდით 90-იანებში დაგვაბრუნებენ-მეთქი

ირაკლი კობახიძე – ხვალ საღამოდან ამოქმედდება ახალი ჩქაროსნული გზის მონაკვეთი, რომელიც ერთმანეთთან გაცილებით მოკლე დროში დააკავშირებს რეგიონებს, ადამიანებს, ეკონომიკურ ცენტრებს – ბუნებრივია, ეს ყველაფერი ახალ იმპულსს შესძენს ჩვენი ქვეყნის განვითარებას