ევროპული გაერთიანება ევროკავშირის მომავალი როტაციული თავმჯდომარის წინააღმდეგ. ევროპარლამენტში უკვე დარეგისტრირდა პეტიცია, რომელიც უნგრეთისთვის ხმის უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. ამ უკიდურესი პოლიტიკური განაცხადით ბრიუსელში პუტინის მოკავშირე ორბანის პოლიტიკურ განეიტრალებას ცდილობენ. უნგრეთის ლიდერის გავლენების შესაძლო გაძლიერებაზე დისკუსია ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში შარლ მიშელის უპრეცენდენტო გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყო. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ევროკავშირის მართვის სადავეები სწორედ პუტინის მოკავშირე ორბანის ხელში გადავიდეს.
