შეერთებული შტატების მთავრობამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა. ცნობილი ხდება, რომ სანქციები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს აქტივებს, აშულუკის საწვრთნელ პოლიგონსა და ვლადიმირსკის სამხედრო კვლევით კომპლექსს შეეხება.
ასევე, შეერთებულმა შტატებმა შეზღუდვები OJSC “სახელმწიფო საჰაერო კომპანიის “224-ე ცალკეული საავიაციო რაზმის” გენერალურ დირექტორს, ვოლოდიმირ მიხეიჩიკს დაუწესა. მედიის ცნობით, ვაშინგტონის სანქციები რუსეთის სამ მძიმე სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავსაც შეეხება. ესენია: 2 IL-76MD და ერთი AN-124.
აშშ-ის მთავრობამ, ასევე, რუსეთსა და სხვა ქვეყნებში, სანქციები დაუწესა 250-ზე მეტ პირს და ორგანიზაციას,
რომლებიც უკრაინაში რუსთის შეჭრასა და მათ დახმარებას უკავშირდებიან.
გარდა ამისა, OFAC-მა თავისი სპეციალურად დანიშნული მოქალაქეების და დაბლოკილი პირების სია განაახლა.