ირანში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით 35 ადამიანი დააკავეს

ირანის ხელისუფლებამ 3 იანვარს სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ კერმანში მომხდარ თავდასხმებთან დაკავშირებით 35 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ დაზვერვის სამინისტრომ განაცხადა.
სამინისტროს თქმით, ორი თვითმკვლელი ტერორისტისგან ერთ-ერთი ტაჯიკეთის მოქალაქეა, რომელიც ირანში არალეგალურად 19 დეკემბერს ჩავიდა. მეორეს შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
2 ბომბის აფეთქების ფაქტთან დაკავშირებით 35 ადამიანი ირანის რამდენიმე პროვინციაში დააკავეს. თავდასხმებზე, რომლის დროსაც 100 ადამიანი დაიღუპა და 284 დაიჭრა, პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
3 იანვარს, თავდასხმა ქალაქ კერმანში 2020 წელს მოკლული სამხედრო მეთაურის ყასემ სოლეიმანის საფლავთან მოხდა, სადაც მომლოცველები შეიკრიბნენ. პირველი აფეთქება საფლავიდან 700 მეტრში მოხდა, ხოლო მეორე კილომეტრით იყო დაშორებული.
იხილეთ ასევე:
· CNN: ირანში მომხდარ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა ISIS-მ აიღო
· ირანში, ორი აფეთქების შედეგად 73 ადამიანი დაიღუპა და 170 დაშავდა