მურთაზ ზოდელავას მიმართა ძალოვნებს

მურთაზ ზოდელავა ძალოვნებს მიმართავს:
“მე ძალოვნებს ვურჩევ, მოვუწოდებ, ვთხოვ, გადაშალონ საქართველოს კონსტიტუცია და გავჩვენონ თუ სადმე კონსტიტუციაში არის მოხსენიებული ბიძინა ივანიშვილი, ან ოლიგარქის, ან დიდი ფულის პატრონი. ამიტომ, რადგან ასეთს ვერ იპოვიან ნამდვილად, მათ ფიცი დადებული აქვს საქართველოს კონსტიტუციის წინაშე, კონსტიტუციაში წერია ქართველი ხალხი და არა ოლიგარქი ან ბიძინა ივანიშვილი. ისინი უნდა მოემსახურონ ქართველ ხალხს და არა ბიძინა ივანიშვილს. მე პირადად და ასიათასობით ადამიანი საქართველოში 4 ოქტომბერს აღიქვამს, როგორც ამ სამასდღიანი პროტესტის ღვიძლ შვილს. სწორედ ამ ხალხის ბრძოლამ და უპრეცენდენტო პროტეტმა შვა 4 ოქტომბერი და 4 ოქტომბერი არის ის მიჯნა, როდესაც ივანიშვილი მიდის საქართველოდან”.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს