აშშ-ის თავდაცვის მდივანი – სამხედრო მოწყობის დროს მსუქანი ჯარისკაცების დანახვა დამღლელია, ასევე, პენტაგონის დერეფნებში მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ყოფნა მიუღებელია

პლანეტაზე ყველაზე ძლიერი არმია გვყავს, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ქუანტიკოში ასობით გენერლისა და ადმირალის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„პლანეტაზე ყველაზე ძლიერი, ლეტალური და მომზადებული არმია გვყავს. ვერავინ შეგვედრება. ახლოს ვერავინ მოვა. თუ ჩვენი მტრები სისულელეს გამოიჩენენ და დაგვიპირისპირდებიან, მათ ომის დეპარტამენტი ძალადობით, სიზუსტითა და სისასტიკით გაანადგურებს“, – განაცხადა პიტ ჰეგსეტმა.
მისი თქმით, სამხედროებს სიმაღლისა და წონის მოთხოვნების დაკმაყოფილება და წელიწადში ორჯერ ფიტნეს ტესტების ჩაბარება მოუწევთ.
„სამხედრო მოწყობის დროს მსუქანი ჯარისკაცების დანახვა დამღლელია. ასევე, პენტაგონის დერეფნებში მსუქანი გენერლებისა და ადმირალების ყოფნა მიუღებელია“, – აღნიშნა ჰეგსეტმა.
პიტ ჰეგსეტის შემდეგ სიტყვით აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გამოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს