“კონფლიქტის გაყინვის უფლება არავის მისცეთ”, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლატვიის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ომის ფონზე, განხილვის დრო არ არის, თუმცა ეს დისკუსია მნიშვნელოვანი იქნება განსაკუთრებით იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც ჯერ კიდევ აბალანსებენ თავიანთ ნდობას. ამ წლის გაძლება არ ნიშნავს ჩვენი ზოგიერთი ტერიტორიის დათმობას, არავის მისცეთ კონფლიქტის გაყინვის უფლება, რომ რუსეთი არ მოემზადოს ძლიერი კონტრშეტევისთვის ერთ, ორ, სამ ან ხუთ წელიწადში, რათა მათ ამის საშუალება არ ჰქონდეთ, მანამდე ომი დაასრულონ. რათა მათ არ მივცეთ საშუალება, გაზარდონ თავდაცვის წარმოება და გაყინონ კონფლიქტი წელს, რათა მათმა სამხედროებმა მზადება დაიწყონ”, – განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, რუსეთი, მათ შორის ევროპისა და აშშ-ის პლატფორმების საშუალებით, დეზინფორმაციის გავრცელებას ცდილობს.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა ისიც, რომ ახალგაზრდების დიდ ნაწილს ახლა რუსეთი “ქვემეხის საკვებად” იყენებს – ზელენსკი ვარაუდობს, რომ თუ რუსეთმა ომის გარკვეული პერიოდით გაყინვა შეძლო, მან, შესაძლოა, საკუთარი ჯარი გადააქციოს ისეთად, როგორიც 2022 წელს, უკრაინაში შეჭრამდე, ჰქონდა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ლატვიაში დღეს ჩავიდა.
იხილეთ ასევე:
· ლატვიის პრეზიდენტმა, ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, უკრაინის დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა