3 მილიონიდან 9 მილიონამდე – როგორ “უპოვეს” მას 3 თვეში კიდევ 5 მილიონზე მეტი –

რომეო მიქაუტაძე ბრალი დაუმძმდა – მოსამართლის მიერ სხდომაზე გაჟღერებული ინფორმაცია, რომ “ოცნების” ყოფილ მაღალჩინოსანს 9 ბრალი აქვს წარდგენილი, პროცესის დასრულების შემდეგ საქმის პროკურორმა, ირაკლი მარშანიამ ჟურნალისტებთან დააზუსტა.
სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ მიქაუტაძეს ახლა არა 3 მილიონის, არამედ 8 მილიონ 400 ათასის უკანონო ლეგალიზაციას ედავებიან.
დაემატა ის, რომ ბრალი წარედგინა სამსახურეობრივი უფლება-მოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, რამდენიმე ეპიზოდი. ასევე დაემატა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის კუთხით დამძიმდა ბრალდება, გაიზარდა ოდენობა – წარდგენილი იყო 3 მილიონთან დაკავშირებით ბრალი და გამოძიებით დადასტრუდა, რომ მან განახორციელა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია დაახლოებით 8 მილიონ 400 ათასის. დააარსა რამდენიმე კომპანია, მართავდა ამ კომპანიებს და ასევე წილები ჰქონდა კერძო კომპანიებში. ეს კომპანიები დაკავშირებული იყო ჰესებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

გივი მიქანაძის განმარტებით, მშობლები ვალდებული არ არიან, ბავშვის ფორმა აუცილებლად სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული გაყიდვის ქსელში შეიძინონ. მათ შეუძლიათ ფორმა სხვა მომწოდებლისგან იყიდონ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?