მარკ ცუკერბერგი საქონლის ხორცის წარმოებას იწყებს

ტექნო-ტიტანი მარკ ცუკერბერგი ფერმერობას იწყებს და საქონლის ხორცის წარმოებას იწყებს. ამის შესახებ მან გუშინ გააკეთა განცხადება. მან უკვე იყიდა 270 მილიონი დოლარის ღირებულების პირუტყვი, რომელსაც ჰავაიზე მოაშენებს და ვაგიუს და ანგუსის სტეიკებს დაამზადებს და აქვს პრეტენზია, რომ მისი პროდუქცია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის იქნება.
მარკ ცუკერბერგი 2014 წლიდან ყიდულობს ჰავაიზე, კუნძულ კაუაიზე მიწებს და ახლა 1400 ჰექტარს ფლობს პილას სანაპიროზე.
მან თქვა, რომ მისი ძროხების საკვები მაკადამია იქნება და სასმელად ლუდს დალევენ, რომელსაც ჰავაიზე, რანჩოზე აწარმოებენ.
„დავიწყე მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის მოშენება კაუაიზე და ჩემი მიზანია შევქმნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხარისხის საქონლის ხორცი“, – დაწერა მან ინსტაგრამზე, რომელიც ასევე Meta-ს ეკუთვნის.
მისი თქმით, თითოეული ძროხა ყოველწლიურად 5 000 – 10 000 ფუნტ საკვებს მიიღებს, ამიტომ მაკადამიის ხეებს ისინი დიდ ფართობზე გააშენებენ.
„ეს არის ყველაზე გემრიელი პროექტი, რომელიც ოდესმე გამიკეთებია“, – წერს ცუკერბერგი.
ამჟამად ცუკერბერგის ქონება $126.5 მლრდ-ია.