რომეო მუქაუტაძე: თითოეულმა მეგობარმა, რომელმაც ჩვენება მისცა, მე მათზე გული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ, მაგრამ …

“მეუღლემ გამომიგზავნა ნიცშეს წიგნი და იქ არის… – თითოეულმა მეგობარმა, რომელმაც ჩვენება მისცა, მე მათზე გული არ მწყდება და ნაწყენი არ ვარ, მაგრამ იმ წიგნში წერია: “მე კი ვაპატიე მას, რაც ჩემთან დაკავშირებით ჩაიდინა, მაგრამ თავის თავს რაც გაუკეთა, მე რა ვაპატიოო”. იმ ჩვენებებში იმდენი რამეა აბსურდი და ტყუილი…” – რადიო თავისუფლების ცნობით, თქვა სასამართლო პროცესზე ეკონომიკის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მუქაუტაძემ.
სუს-მა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე რომეო მიქაუტაძე 21 ივნისს დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ, რომეო მიქაუტაძემ მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დახმარებით განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის – 2 556 192 ლარის უკანონო დაუსაბუთებელი ლეგალიზაცია მოახდინა.
რომეო მიქაუტაძე ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას 2022 წლის დეკემბრიდან 2024 წლის თებერვლამდე იკავებდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, დიდი ოდენობით სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე 2 პირი დააკავეს