მირანდა შელია შვილის ფოტოებს პირველად აქვეყნებს: რუსეთში მცხოვრები ქართველი მოდელის ხმაურიანი პირადი, ვარსკვლავური ცხოვრება და მეგობრობა ქეთა თოფურიასთან – Marao
“გილოცავ დაბადების დღეს, ჩემო ყველაზე დიდო სიყვარულო. მიყვარხარ უსასრულოდ, დედა”, – დაწერა მირანდა შელიამ საკუთარ გვერდზე და შვილის, ლუკას ფოტოებს პირველად ასაჯაროებს. მირანდა ლუკას კადრებს აქამდე იშვიათად, ისიც დაფარული სახით აქვეყნებდა, ამჯერად კი, მის 3 წლის იუბილეზე, ლუკა ფართო საზოგადოებამაც გაიცნო.
მირანდა შელია ქართული წარმოშობის მოდელი და ინფლუენსერია, რომელიც უკვე არაერთი წელია, რუსეთში ცხოვრობს, იქ საქმიანობს და მისი სასაუბრო ენაც რუსულია. მისი გამომწერების რაოდენობა 1 მილიონია – მირანდა პოპულარული სახეა როგორც რუსეთში, ისე საქართველოში.
მირანდა შელია 1992 წლის 20 სექტემბერს დაიბადა როსტოვში. დედამისს რთული მშობიარობის შემდეგ სიარული არ შეეძლო, მირანდა კი პირველი ერთი წლის მანძილზე ბებიასთან იზრდებოდა. მოგვიანებით, როცა დედა ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდა, მირანდა ოჯახთან ერთად მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად.
მირანდა დედისერთაა, თავად ამბობდა, რომ რთული ბავშვი იყო და მუდმივად სჭირდებოდა მეთვალყურე. ხასიათის ამ სირთულემ სკოლის პერიოდშიც იჩინა თავი – როგორც მირანდა იხსენებს, კლასელებთან ხშირად ჰქონდა კონფლიქტი ეროვნების გამო – ის არასდროს მალავდა, რომ ქართველი იყო და ამით ამაყობდა.
სკოლის დასრულების შემდეგ მირანდა შელიამ სწავლა რუსეთის იუსტიციის აკადემიაში გააგრძელა და იურისტის პროფესიას დაეუფლა. ეს არა მისი, არამედ მამის სურვილი იყო, ამიტომ ამ მიმართულებით საქმიანობა არ გაუგრძელებია – თავად მოდელობაზე ოცნებობდა.
ამ ოცნების ახდენას ბავშვობიდანვე ცდილობდა, როცა მაკიაჟს დამოუკიდებლად იკეთებდა. მშობლები ხელს უწყობდნენ, ჩუქნიდნენ საჭირო კოსმეტიკას, უკვე ზრდასრულმა მირანდამ კი მოახერხა ამ სფეროში წარმატებული ნაბიჯების გადადგმა. გარეგნობით მას ირინა შეიკს ამსგავსებდნენ, რაც მის მიმართ ინტერესს კიდევ უფრო ზრდიდა. ხშირად წაიკითხავთ, რომ მირანდა პლასტიკური ოპერაციების დიდი მოყვარულია, თავად განმარტა, რომ რინოპლასტიკა აქვს ჩატარებული, უყვარს კოსმეტოლოგთან სიარულიც, თუმცა სხვა სახის ჩარევებზე საუბარს ერიდება.
· მირანდა შელიას პირადი ცხოვრება
მირანდა ამბობდა, რომ ურთიერთობებში აფასებს ერთგულებას და თვლის, რომ ვერასოდეს აპატიებს ღალატს. იგი აღწერს თავის იდეალურ რჩეულს, როგორც კეთილ, მამაც, პატიოსან და მდიდარ ადამიანს.
წარსულში მირანდას უკვე მოუწია პირად ცხოვრებაში სირთულეებთან გამკლავება. პირველად 20 წლის ასაკში დაქორწინდა, ქართველ ფეხბურთელ გიორგი ჭანტურიაზე. წყვილმა ჯვარი საქართველოში, სამების ეკლესიაში დაიწერა, მაგრამ ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა.
ის დღემდე საიდუმლოდ ინახავს ყოფილ ქმართან განშორების მიზეზებს და ნანობს ადრეულ ქორწინებას, ამ გადაწყვეტილებას ახალგაზრდობის შეცდომებით ხსნის. წყვილის დაშორების შემდეგ, ჭანტურიამ არჩევანი ნინი გოგიჩაიშვილზე გააკეთა, თუმცა მალე მათი დაშორების შესახებ გახდა ცნობილი.
მირანდას თქმით, დაშორების შემდგომი პერიოდი მისთვის რთული იყო. იმის გამო, რომ საქართველოში დაშორება რთულ მომენტად ითვლება. ის წუხდა, რომ მშობლებს აწყენინა და ეშინოდა მათთან ამ თემაზე საუბარი. შედეგად შელია დეპრესიაში ჩავარდა, წონაში დაიკლო და დარწმუნებული იყო, რომ მისი სიცოცხლე დასრულდა. მაგრამ გოგონას პრობლემების მოგვარებაში ახლო მეგობარი, ქეთა თოფურია დაეხმარა, რომელიც მხარს უჭერდა.
ცნობილი რუსი ფეხბურთელი ფიოდორ სმოლოვი მირანდას ქეთამ გააცნო. მათი რომანის შესახებ საზოგადოებისთვის 2015 წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი, როდესაც სპორტსმენის ნაცნობმა წყვილის ფოტო ინტერნეტში გამოაქვეყნა.
მას შემდეგ, რაც წყვილი პირველად გამოჩნდა საზოგადოებაში, შელიას პოპულარობა სწრაფად გაიზარდა. 2016 წლის ზაფხულში იგი თავის ცნობილ ბოიფრენდს ახლდა საფრანგეთში გამართულ ევროტურნირზე და მედიის ყურადღების ცენტრში იყო. მედია მისი ყოველი ნაბიჯის დეტალებს აქვეყნებდა და გოგონას მფლანგველობაზე მიუთითებდა.
და მას შემდეგ, რაც რუსეთის ნაკრები შეჯიბრებიდან გამოვარდა, გულშემატკივრები ფეხბურთელს კრიტიკით დაესხნენ თავს და ამავდროულად, შეახსენეს მას საყვარელი ადამიანისთვის ნაყიდი ძვირადღირებული ნივთები. ამ პერიოდში შელია მხარს უჭერდა სპორტსმენს, მაგრამ მალე მათი ურთიერთობა დასრულდა.
მოდელმა რუსულ მედიასთან აღნიშნა, რომ დაშორების ინიციატორი ფიოდორი იყო. ამის შემდეგ ყოფილმა შეყვარებულებმა ყველა საერთო ფოტო წაშალეს და უთანხმოების მიზეზების განხილვაზე უარი თქვეს.
2017 წელს მირანდა ვიდეო რგოლში გადაიღეს, სადაც იანა რუსოვსკაიას და მიხეილ ბატურინის საერთო ვაჟი ნიკოლაი მღეროდა. მალე ცნობილი გახდა, რომ მათ შორის რომანი დაიწყო. ჟურნალისტებთან საუბარში შელიამ აღიარა, რომ თავიდან მას მომღერლის თაყვანისმცემლები აწუხებდნენ, მაგრამ დროთა განმავლობაში, მოახერხა მათთან შეთანხმება და დაარწმუნა, რომ არ აპირებდა მათი კერპის “მოპარვას”. წყვილში ჰარმონია სუფევდა. იანა რუდკოვსკაიამ ასევე იცოდა მათი გრძნობების შესახებ და ის იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც კომენტარი გააკეთა ამ თემაზე.
მან მირანდა აღწერა, როგორც კეთილი და კარგი გოგონა. ტელეწამყვანმა თქვა, რომ მათ შორის ძლიერი კავშირი იყო, მაგრამ მისი სიტყვები არ გამართლდა და ურთიერთობა განშორებით დასრულდა. მოდელმა კვლავ წაშალა ყველა ერთობლივი ფოტო ყოფილ შეყვარებულთან ერთად.
2021 წლის მაისში მირანდამ გამოაცხადა, რომ დაქორწინდა გრიგორი მამურინზე, სკანდალურ ბლოგერზე და მილიარდერ იგორ ნეკლიუდოვის შვილიშვილზე. ქორწილს მხოლოდ უახლოესი მეგობრები ესწრებოდნენ, მათ შორის, ქეთა თოფურია.
ეს სიახლე გულშემატკივრებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მოდელს მანამდე არ გაუზიარებია მომავალ ქმართან ურთიერთობის დეტალები. მალე ცნობილი გახდა, რომ მირანდა მამურინს დაშორდა, მიმი მაშინ ორსულად იყო. მან ისევ წაშალა საერთო ფოტოები.
