თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია – ნინო წილოსანი რადიკალი აქტივისტის ნანა სანდერის მიმართვაზე

თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია – ნინო წილოსანი რადიკალი აქტივისტის ნანა სანდერის მიმართვაზე
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში აქვეყნებს ვიდეოს, სადაც რადიკალური ოპოზიციის აქტივისტი, ნანა სანდერი 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ შეკრიბეს ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების ჯარი, მათ შორის, არიან ს და აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც, ავღანეთშიც და შიც. ამასთან, ამბობს, რომ მეორე მხარეს მდგომ ქართველებს, “უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი” უნდა მისცენ. წილოსანი წერს, რომ ვიდეოში თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.
„თითქმის ყველა წინადადება დანაშაულებრივია.. ფიზიკური ძალის გამოყენებით, რომ აპირებენ არეულობის მოწყობას.. არალეგალური ჯარის ფორმირებას, რომ ახდენენ და თურმე, შანსი რომ უნდა მოგვცენ უმსხვერპლოდ გადავრჩეთ მაგრამ ამაზე უფრო მეტად ის არის შეურაცხმყოფელი – ამ ადამიანებმა საკუთარი ქვეყანა დატოვეს და ევროპულ ქვეყნებში ტკბებიან კანონის უზენაესობით, სიმშვიდით და კეთილდღეობით და ჩვენს ქვეყანაში არეულობას გვიგეგმავენ (ნანა სანდერ -შტუტგარტი, გერმანია; რევაზ ბეროზაშვილი – ბრიუსელი, ბელგია) თქვენ ვინ მოგცემთ საშუალებას, ჩვენი დიდი ძალისხმევით აწყობილი, მშვიდობიანი ქვეყანა აგარევინოთ!“- წერს წილოსანი.
Next: ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ახლადრეაბილიტირებული საჯარო სკოლები ხელისუფლების წარმომადგენლება მოინახულეს Sofo გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრთან გივი მიქანაძესთან, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩიასთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სამი ახლადრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერა. ხელისუფლების წარმომადგენლები ოზურგეთის N3, სოფელ მაკვანეთისა და სოფელ დვაბზუს საჯარო სკოლებში ადგილზე გაეცნენ განახლებულ ინფრასტრუქტურას, შეხვდნენ პედაგოგებსა და მოსწავლეებს. სამივე სკოლის რეაბილიტაცია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებით განხორციელდა. ინფრასტრუქტურული პროექტების ჯამური ღირებულება 17 მილიონ ლარამდეა. სკოლებში სრულად განახლდა სასწავლო გარემო – თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო სასწავლო ოთახები, საბუნებისმეტყველო და კომპიუტერული ლაბორატორიები, სააქტო და სპორტული დარბაზები. ასევე ფუნქციონირებს რესურს ოთახი, ექიმის კაბინეტი და ბიბლიოთეკა.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე მიხაილო პოდოლიაკზე: გლობალურმა ომის პარტიამ ახლა გამოაგორა მისი განცხადებები, რომლებიც ერთი-ერთში ჰგავს საქართველოში მყოფი აგენტების ნარატივს! ზოგადად, მონობაზე და მარიონეტობაზე როდესაც არის საუბარი, ყველაზე მთავარი მანქურთიზაციის მაგალითი, ზელენსკის მთავრობაა!

საქართველოს ევროინტეგრაცია ,,დე ფაქტო” ცალმხრივად შეჩერდა ევროპული საბჭოს 2024 წლის 27 ივნისის განცხადებით, შესაბამისად, რადიკალური აქციები დეზინფორმაციას ეფუძნებოდა – მეექვსე დღეა, ევროკავშირის ელჩი არ პასუხობს შეკითხვას, რატომ შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში