მარკ რუტე – უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, „დრონების კედლის“ ინიციატივა აუცილებელია – ვნახეთ, რა მოხდა პოლონეთში, ესტონეთში – ცხადია, რომ ამის უკან რუსები არიან

როდესაც საქმე ეხება უკრაინას, ეს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია, ვეხმარებით უკრაინელებს, რადგან ეს ეხება ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, თავდაცვის პირველ ხაზს, ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ბრძოლაში დარჩნენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარ რუტემ, ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„უნდა დავიცვათ ჩვენი ცა. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ვნახეთ, რა მოხდა პოლონეთში დრონებთან, ესტონეთში MIG-31-ებთან დაკავშირებით და ასევე, რა ხდება ახლა დანიაში. დანიაში ჩვენ ჯერ კიდევ ვაფასებთ, თუ რა დგას ამის უკან. მაგრამ როდესაც საქმე პოლონეთსა და ესტონეთს ეხება, ცხადია, რომ ეს რუსები არიან. მაინც ვაფასებთ, მიზანმიმართული ქმედებაა თუ არა ეს. მაგრამ მაშინაც კი, თუ ეს განზრახ არ არის ჩადენილი, უგუნური და მიუღებელი ქმედებაა“, – აღნიშნა ალიანსის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, „დრონების კედლის“ ინიციატივა დროული და აუცილებელია.
„ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ცა, ამიტომ „დრონების კედლის“ ინიციატივა დროული და აუცილებელია, რადგან საბოლოო ჯამში, ჩვენ არ შეგვიძლია მილიონობით ევრო ან დოლარი დავხარჯოთ რაკეტებზე დრონების გასანადგურებლად, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე ათასი დოლარი ღირს. ამიტომ, გვჭირდება „დრონების კედელი“. ასევე, როდესაც საქმე ეხება უკრაინას, როგორც თქვენ თქვით, ურსულა, ეს ჩვენი თავდაცვის პირველი ხაზია. ვეხმარებით უკრაინელებს, რადგან ეს ეხება ჩვენს ღირებულებებს, მაგრამ ასევე, რა თქმა უნდა, თავდაცვის პირველ ხაზს, ჩვენს კოლექტიურ უსაფრთხოებას. ამიტომ, უმნიშვნელოვანესია, რომ ისინი ბრძოლაში დარჩნენ, ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერას. ამერიკელებმა კვლავ გახსნეს კარიბჭეები მათი ლეტალური და არალეტალური იარაღის PURL ინიციატივით. ვფიქრობ, ეს უაღრესად მნიშვნელოვანია, რომელიც მოკავშირეების მიერ არის დაფინანსებული“, – აღნიშნა რუტემ.
მისი თქმით, ყველაფერი, რასაც ევროკომისია ახლა აკეთებს SAFE-ის და სხვა ინიციატივების მეშვეობით იმისთვის, რომ საუკეთესო პოზიციაში დააყენოს, გადამწყვეტია როგორც ბრძოლაში, ასევე პოტენციურ სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რათა ისინი შემდეგ ყველაზე ძლიერ პოზიციაში იყვნენ.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ იმის უზრუნველსაყოფად, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ერთმანეთის ძალა მთელ ამ წამოწყებაში“, – აღნიშნა რუტემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: და რაკი წერა კითხვაზეც მწყრალად ხართ, ვიდრე მიჩივლებთ, ვინმეს ილია ჭავჭავაძის “კაცია ადამიანი” წააკითხეთ თქვე საწყლებო, იქ წერია ეგ სუტ კნეინა ვინც იყო და რასაც ნიშნავს! (ვიდეო)

ლაშა ფარულავა – 20 ივნისის სისხლიან ღამეზე პასუხისმგებელია არა გახარია ან ღარიბაშვილი, არამედ ბიძინა ივანიშვილია, ის არის ამ ორკესტრის დირიჟორი და ამ ყველაფერზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება მოუწევს – დღეს, ყველას გეპატიჟებით „ღირსების მარშზე“

ქეთევან შავლიაშვილი: 72 წლის ექიმისთვის 5-წლიანი პატიმრობის მისჯა არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის, არამედ მთელი სამედიცინო საზოგადოებისა და პროფესიული ღირსების შეურაცხყოფა