ბულგარეთი და რუმინეთი 1-ელი აპრილიდან შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაცემას გეგმავენ

ბულგარეთი და რუმინეთი 1-ელი აპრილიდან შენგენის მოკლევადიანი ვიზების გაცემას გეგმავენ. დოკუმენტის საფუძველზე ტურისტებს შეეძლებათ შესვლა შენგენის ყველა წევრ ქვეყანაში თვითმფრინავით ან საზღვაო გზით. ამის შესახებ Schengen Visa Info იუწყება.
ვიზა საშუალებას მისცემს უცხოელ მოქალაქეს შევიდნენ და დარჩნენ შენგენის წევრ ქვეყნებში 90 დღის განმავლობაში.
თუმცა, არ არსებობს ოფიციალური დოკუმენტი ორი სახელმწიფოს მიერ შენგენის ვიზების გაცემის დაწყების თარიღით.
როგორც პორტალი აღნიშნავს, ინიციატივა ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უკავშირდება რუმინეთისა და ბულგარეთის შენგენის ზონაში სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ საზღვაო და საჰაერო საზღვრებზე.
მანამდე ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება 2024 წლის 31 მარტიდან ბულგარეთსა და რუმინეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრებზე სასაზღვრო კონტროლის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭოს მიეცა რეკომენდაცია მიეღო გადაწყვეტილება შიდა სახმელეთო საზღვრებზე შემოწმების გაუქმების თარიღის დადგენის შესახებ.