გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს სხვისი შეურაცხყოფის უფლებას – გია ნოდია

გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს: სისულელის თქმის უფლებას, სხვის შეურაცხყოფის უფლებას, მკრეხელობის უფლებას, უნიჭო ლექსის ხმამაღლა თქმის უფლებას, – ამის შესახებ ოპოზიციის პროპაგანდისტი, გია ნოდია, სოციალურ ქსელში წერს.
მისი განცხადებით თუ ზემოთ ჩამოთვლილიდან რომელიმეს ზღუდავ, ეს ნიშნავს, რომ გამოხატვის თავისუფლებას ებრძვი. “გამოხატვის თავისუფლება გულისხმობს: სისულელის თქმის უფლებას, სხვის შეურაცხყოფის უფლებას, მკრეხელობის უფლებას, უნიჭო ლექსის ხმამაღლა თქმის უფლებას. თუ ამათგან რომელიმეს ზღუდავ, გამოხატვის თავისუფლებას ებრძვი. ხოლო გამოხატვის თავისუფლების გარეშე საზოგადოება ინტელექტუალურად და მორალურად დეგრადირებს. (ეს ისე, სასწრაფო საქმე მაქვს და მეზარება, ამიტომ ბრძნული აზრი შემომეცხო). ხო, კიდევ: ძირს პრორუსული რეჟიმი!” – წერს ნოდია.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა