რისკები და საფრთხეები, რომლის წინაშეც მთელი მსოფლიო დგას – ჟურნალმა Time-მა 2024 წლის მთავარი გამოწვევები დაასახელა

რისკები და საფრთხეები, რომელთა წინაშეც მთელი მსოფლიო დგას. ჟურნალმა Time-მა 2024 წლის მთავარი გამოწვევები გამოაქვეყნა.
ტოპ ათეულშია ომები: და ახლო აღმოსავლეთი, დიქტატორული სახელმწიფოებისგან მომავალი რისკები, გლობალური ინფლაცია და გლობალური დათბობა.
Time-ის გათვლებით, რისკის შემცველია ხელოვნური ინტელექტიც, რომელიც შესაძლოა მთავრობების კონტროლის ზონიდან გავიდეს. მაგრამ მთავარ გამოწვევად 2024 წელს მაინც შეერთებული შტატების საპრეზიდენტო სახელდება. შედეგი, რომელიც ნოემბერში ამერიკელმა ამომრჩეველმა უნდა დადოს, გავლენას მთელ მსოფლიოზე იქონიებს.
Time-ის სტატიის დასაწყისშივე ცხადი ხდება, რომ წამყვანი თემა არის ომი – პირველივე, რაც თვალში გვხვდება, არის სათაურის ქვეშ გამოტანილი ფოტო, რომელიც ძალიან ეფექტური მიგნებაა და მთელ სტატიას ეხმაურება – გერმანულ-უკრაინული ჯგუფის აქტივისტი ბიჭი ხელში ბანერით, სადაც წერია, რომ “ომი უბრალოდ არ დასრულდება” – ომების გლობალური გავლენა უკვე სახეზეა და ეს უარყოფითი გავლენა არის მზარდი.
გლობალური რისკების ათეულში პირველი სამი პუნქტი სწორედ ომებს ეთმობა, თუმცა სწორედ აქ შემოდის კითხვა – რატომ სამი და არა ორი, რადგან ამჟამად მსოფლიოში 2 მთავარი კონფლიქტია – რუსეთ-უკრაინის და -“ჰამასის”.
ამ კითხვის ძალიან საინტერესო პასუხად Time ნომერ პირველ პუნქტს შემდეგი სათაურით – “ამერიკა საკუთარი თავის წინააღმდეგ.”
ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკის პოლიტიკურ სისტემაში მნიშვნელოვანი რყევებია და პოლიტიკური დაყოფა კიდევ უფრო გამწვავდება 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. პროგნოზი ასეთია – ეს პროცესი გამოცდის ამერიკულ დემოკრატიას იმ ხარისხით, რაც ქვეყანას 150 წლის განმავლობაში არ განუცდია. ცხადია ამერიკული არჩევნები არ არის ომი და სტატიაშიც ბრჭყალებში ჩასმული ეს სიტყვა გადატანითი მნიშვნელობით არის გამოყენებული, თუმცა ცხადია, რომ ამერიკის გლობალური გავლენიდან გამომდინარე, ამ ქვეყნის შიდაპოლიტიკურ პროცესს შესაძლოა მსოფლიოზე ნებისმიერ ომზე არანაკლები გავლენა ჰქონდეს.
ათეულში არ არის, თუმცა Time კვლავ წითელ ზონაში განიხილავს ამერიკა-ჩინეთის ურთიერთობებს. ამ მხრივ 2024 წელი განსაკუთრებით ტაივანის საკითხისა და ტექნიკური კონკურენციის გამო მღელვარე იქნება, თუმცა აქვე გამოთქმულია მოსაზრება – ორივე ქვეყნის შიდა გამოწვევებმა როგორც , ასევე სი ძინპინი დაარწმუნა, რომ უკეთესად მართული ურთიერთობები, ახლა ორივე მხარის ინტერესში შედის.

ასევე დაგაინტერესებთ

„ქართულმა ოცნებამ“ შეუძლებელი შეძლო, მათ შორის ევროინტეგრაციის კუთხით, ოპოზიციამ კი ევროკავშირის წევრ ქვეყნებს გაუგზავნა დოკუმენტი, სადაც ამბობენ, რომ საქართველოსთან ყოველგვარი თანამშრომლობა უნდა შეჩერდეს

დღეს საქართველოს უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო თარიღია – ლიბერალური ფაშიზმის გადატრიალებიდან 21 წლისთავია. ვულოცავ სრულიად საქართველოს ნაცების საკონცენტრაციო ბანაკიდან დაღწევას