მარტა კოსი – ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკების პირველი კლასტერი გახსნას

ევროკავშირი მზადაა, უკრაინასთან მოლაპარაკების პირველი კლასტერი გახსნას, თუმცა, უნგრეთი ამ პროცესს ბლოკავს, – ამის შესახებ ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა განაცხადა.
მისი განმარტებით, მოლაპარაკების პირველი კლასტერის გასახსნელად საჭიროა 27-ვე წევრი სახელმწიფოს თანხმობა. მარტა კოსმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირის არცერთი სხვა კანდიდატი ქვეყნის სკრინინგის პროცესი ისე სწრაფად არ ჩატარებულა, როგორც უკრაინის შემთხვევაში.
„ეს ნიშნავს, რომ ჩვენ განვიხილეთ ევროპული კანონმდებლობის 100 000-ზე მეტი გვერდი. მოლაპარაკების კლასტერების გახსნის პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, ამიტომ უკრაინა არ ჩამორჩება, თუკი რეფორმები განხორციელდება. ჩვენ ამაზე ინტენსიურად ვმუშაობთ და დიალოგს ვაწარმოებთ წევრ სახელმწიფოებთან, მათ შორის უნგრეთთან“, – აღნიშნა ევროკომისარმა.
მისი თქმით, მთავარი რეფორმა, რომელზეც უკრაინამ უნდა იმუშაოს, არის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, რაც ქვეყნის აღდგენისთვის გადამწყვეტია.
“სტაბილური ეკონომიკა და კანონმდებლობა უცხოურ ინვესტიციებს მოიზიდავს. თუ არ გექნებათ ძლიერი და დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ინსტიტუტები, უცხოელი ინვესტორები არ ჩამოვლენ, რადგან ისინი თავიანთ ინვესტიციებს სარისკოდ ჩათვლიან. ასეთი ინსტიტუტების გარეშე, შეიძლება ბევრი ფული დაიკარგოს“, – განაცხადა ევროკომისარმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს