აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ ღაზას სამშვიდობო გეგმას დათანხმდა.
„დღეს მშვიდობისთვის ისტორიული დღეა. მოდით, ამას ახლო აღმოსავლეთში მარადიული მშვიდობა ვუწოდოთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
დონალდ ტრამპმა სამშვიდობო გეგმაზე დათანხმებისთვის ბენიამინ ნეთანიაჰუს მადლობა გადაუხადა.
აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, „მხოლოდ „ჰამასის“ თანხმობა დარჩა“.
„მაქვს განცდა, რომ დადებით პასუხს მივიღებთ. მაგრამ, თუ ეს ასე არ მოხდება, ბიბი [ნეთანიაჰუ], იცი რომ, ჩვენი სრული მხარდაჭერა გექნება იმის გასაკეთებლად, რაც უნდა გააკეთო“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.
