ორბანი: უკრაინა სუვერენული ქვეყანა არ არის

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ „არ არის დამოუკიდებელი და სუვერენული“ ქვეყანა, რადგან ის მთლიანად დასავლეთის ქვეყნებზეა დამოკიდებული. ევროკავშირისა და ნატოს მხარდაჭერის გარეშე, განაცხადა ორბანმა, უკრაინა უკვე დასრულებული იქნებოდა.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ეს მოსაზრება Harcosok órája პოდკასტში გამოთქვა. ამ ფრაზის კონტექსტია უნგრეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე დავა უნგრულ დრონებთან დაკავშირებით, რომლებმა, ს თქმით, უკრაინის საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
ორბანის თქმით ეს არ მომხდარა, მაგრამ, სიმართლეც რომ იყოს, მნიშვნელობა არ ექნებოდა. „ვთქვათ, რამდენიმე მეტრით გადაფრინდნენ, მერე რა? უკრაინა არ არის დამოუკიდებელი, სუვერენული ქვეყანა. ის ჩვენ გვიჭირავს.. არ უნდა მოიქცეს ისე, თითქოს სუვერენულია“, – თქვა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა და დასძინა, რომ უკრაინა მთლიანად დასავლეთის ფინანსურ მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიჰამ აღნიშნა, რომ ორბანმა ფაქტობრივად აღიარა, რომ უნგრული დრონები უკრაინის ტერიტორიაზე შეფრინდნენ და „ცუდი ამბავი“ უწოდა იმას, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი „რუსული პროპაგანდის გავლენის ქვეშ რჩება“. მისი თქმით, ორბანმა სუვერენიტეტზე უნდა ისაუბროს „მას შემდეგ, რაც რუსულ ენერგიაზე დამოკიდებულებისგან გათავისუფლდება, როგორც ამას -ის პრეზიდენტი და ევროპელი პარტნიორები არაერთხელ უსვამენ ხაზს“.
ბოლო დღეებში უკრაინელი და უნგრელი ოფიციალური პირები თითქმის ყოველდღიურად ცვლიან მკაცრ განცხადებებს. 26 სექტემბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ოლექსანდრ სირსკიმ უკრაინის პრეზიდენტ ს აცნობა ქვეყნის საჰაერო სივრცეში უნგრული დრონების გამოჩენის შესახებ. ბუდაპეშტმა ეს უარყო, ხოლო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ, ზელენსკი „ანტიუნგრულ განწყობებში“ დაადანაშაულა.
უნგრეთის პოზიცია უკრაინაში ომთან დაკავშირებით განსხვავდება ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობის პოზიციისგან. ბუდაპეშტი ეწინააღმდეგება კიევის სამხედრო მხარდაჭერას და თავს იკავებს ს კრიტიკისგან. უნგრეთი აგრძელებს რუსული ენერგორესურსების აქტიურად შეძენას და ხშირად – დროებით – ბლოკავს კრემლის წინააღმდეგ ევროკავშირის ახალი სანქციების შემოღებას. უნგრეთი ასევე ბლოკავს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების დაწყებას. ეს პოზიცია ამწვავებს დაძაბულობას უნგრეთ-უკრაინის ურთიერთობებში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ