ბენიამინ ნეთანიაჰუ: თუ „ჰამასი“ დონალდ ტრამპის გეგმას უარყოფს, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს

თუ „ჰამასი“ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ საქმეს თავად დაასრულებს , – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, მ თეთრ სახლში, -ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ მის ღაზას სამშვიდობო გეგმას მხარს უჭერს.

„მჯერა, რომ დღეს ღაზაში ომის დასრულებისკენ მნიშვნელოვან ნაბიჯს ვდგამთ. ვფიქრობ, დღეს ახლო აღმოსავლეთში და მის მიღმა, მშვიდობისთვის მნიშვნელოვან საფუძველს ვქმნით“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ს გეგმა ღაზაში ომის დასრულების შესახებ, ისრაელის ომის მიზნების მიღწევას უზრუნველყოფს.

ამასთან, ნეთანიაჰუმ აღნიშნა, რომ თუ „ჰამასი“ შეთანხმებას უარყოფს, მაშინ „ისრაელი საქმეს დაასრულებს“.

„ეს შეიძლება მარტივი ან რთული გზით გაკეთდეს. თუ „ჰამასი“ თქვენს გეგმას უარყოფს, ან თითქოს დათანხმდებიან და შემდეგ მის საწინააღმდეგოდ ყველაფერს გააკეთებენ, მაშინ ისრაელი საქმეს თავად დაასრულებს“, – აღნიშნა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგა ლემონჯავა – მიუხედავად სიბნელისა, რომლის თავს მოხვევასაც რუსეთი და მისი მარიონეტული რეჟიმი ცდილობს საქართველოსთვის, ჩვენი გზა ევროპისკენ განათებულია ჩვენი მოქალაქეების გამბედაობით – არ დავნებდებით, არაფერი დამთავრდება, ვიდრე არ გავიმარჯვებთ