გიგი წერეთელი – მოლდოვის ისტორიული წარმატება დიდი მხარდაჭერაა პროდასავლური, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი საზოგადოებისთვის უკრაინაში, საქართველოში და ოპტიმიზმის მიმცემი მთლიანად ევროპისათვის

მოლდოვაში ჩატარებულმა არჩევნებმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ ხალხის მისწრაფებას და რწმენას თავისუფლების, დემოკრატიისა და პროგრესისათვის, ვერც დიდი ფული, დეზინფორმაცია თუ ჰიბრიდული სპეცოპერაციები წინ ვერ აღუდგება, – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგი წერეთელი მოლდოვაში გამართული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს.
გიგი წერეთლის თქმით, მოლდოვის წარმატება დიდი მხარდაჭერაა პროდასავლური, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი საზოგადოებისთვის უკრაინაში და საქართველოში ევროპისათვის.
„რუსეთის დიდ მცდელობას, მოლდოვა ჩამოეშორებინა ევროპული ინტეგრაციის გზიდან ნებისმიერ ფასად, საზოგადოების უდიდესი ნაწილის მტკიცე ნება დაუპირისპირდა და ისტორიული გამარჯვებაც შეძლო. მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუსა და მისი გუნდის პრინციპული, გონივრული და გაბედული ლიდერობა, არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ამ წარმატებაში.
ვულოცავთ მოლდოველ ხალხს, ქვეყნის პროდასავლურ ხელისუფლებას, „ევროპული საქართველოს” პარტნიორ „ მოქმედებისა და სოლიდარობის” ( PAS) პარტიას, რომელმაც დიდი უპირატესობით დაამარცხა პრორუსული საარჩევნო ბლოკი და ქვეყანას შეუნარჩუნა დემოკრატიული განვითარებისა და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.
მოლდოვის ეს ისტორიული წარმატება დიდი მხარდაჭერაა პროდასავლური, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის მებრძოლი საზოგადოებისთვის უკრაინაში, საქართველოში და ოპტიმიზმის მიმცემი მთლიანად ევროპისათვის. ამავდროულად, საჭირო გაკვეთილი რუსეთისათვის, რომელიც მუდმივად ცდილობს დაასუსტოს და საკუთარი გეოპოლიტიკური გავლენის სფეროში მოაქციოს მეზობელი ქვეყნები, საფრთხე შეუქმნას მშვიდობას და უსაფრთხოებას მთელს მსოფლიოში.
გაიმარჯვა ევროპულმა მოლდოვამ, გაიმარჯვებს ევროპული საქართველოც!“, – განაცხადა გიგი წერეთელმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს