ოკუპირებულ ცხინვალში, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების მოსამზადებლად პირველი სხდომა ჩატარდა

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა გაფართოებულ თათბირზე ე.წ სამინისტროების, დეპარტამენტების, რაიონული ადმინისტრაციების ხელმძღვანელები მიიწვია და ს საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების ორგანიზაციულ საკითხებზე ესაუბრა.
შეხვედრას დე ფაქტო რესპუბლიკაში, რუსეთის ფედერაციის ე.წ ელჩი მარატ კულახმეტოვიც ესწრებოდა. ოსური მედიის ცნობით, გაგლოევმა აღნიშნა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ძალოვან უწყებებს ევალება არჩევნების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, როგორც წინასაარჩევნო პერიოდში, ასევე კენჭისყრის დღეებშიც. მან საბიუჯეტო ორგანიზაციების ხელმძღვანელებს ს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.
“ჩვენ გვახსოვს და ვიცით, რომ რესპუბლიკის ხალხისთვის ყველაზე რთულ დღეებში ვლადიმერ პუტინი მხარს უჭერდა ჩვენ ხალხს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა თავის მომავალსა და სტაბილურობას აკავშირებს ამჟამინდელ პრეზიდენტთან, ერის ლიდერთან, ვლადიმერ პუტინთან.
ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი იმ ადამიანს, ვისთანაც ვაკავშირებთ ჩვენს აწმყოსა და მომავალს ჩვენ არ შეგვიძლია არ ვუსურვოთ ვლადიმერ პუტინს მომავალ არჩევნებში გამარჯვება, ეს არის საბედისწერო მომენტი, ყოველგვარი გაზვიადების გარეშე, როცა ასეთი გეოპოლიტიკური საკითხები წყდება. ჩვენ ვიცით, რომ არსებობს საფრთხე კოლექტიური დასავლეთის მხრიდან, რომელსაც სურს სიტუაციის დესტაბილიზაცია როგორც რუსეთის შიგნით, ასევე ზოგადად”, – განმარტა გაგლოევმა.
რუსეთის ფედერაციის ე.წ ელჩმა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში, მარატ კულახმეტოვმა აღნიშნა, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ადგილზე რუსეთის მოქალაქეებისთვის კომფორტული პირობების შექმნა.
“კონსოლიდირებული დასავლეთი ყველა მხრიდან ცდილობს ძირი გამოუთხაროს რუსეთს ყველა ფრონტზე, რუსეთის ხელმძღვანელობა ყველა ზომას იღებს შიდა პოლიტიკური დესტაბილიზაციის თავიდან ასაცილებლად და ამას ძალიან წარმატებით აკეთებს. ამ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით, მიმაჩნია, რომ რესპუბლიკაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეებმა აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა მომავალ არჩევნებში”, – აღნიშნა კულახმეტოვმა.
მისი თქმით, როგორც ცხინვალში ისე, რაიონებში 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება. რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის 15-17 მარტს არის დაგეგმილი, რუსეთის მეთაურს ექვსი წლის ვადით, 2030 წლამდე ირჩევენ. მარტამდე ცხინვალში ვლადიმერ პუტინის მხარდამჭერი ღონისძიებების ჩატარებაც იგეგმება. საქართველოს ხელისუფლება ოკუპირებულ რეგიონებში ჩატარებულ არჩევნებს, მათ შორის რუსეთის ფედერაციის არჩევნებს უკანონოდ და არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ასევე დაგაინტერესებთ