„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ

„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, მადლობა მათ, რომ კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც და სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ
„ლელო“ მატყუარების და გაქნილი პოლიტიკანების პარტიაა, – ასე აფასებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, არჩილ გორდულაძე „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელშიც მათი ინფორმაციით კოალიციის მაჟორიტარობის კანდიდატზე ზეწოლის, ძალადობის და მოსყიდვის მცდელობაა ასახული. გორდულაძე მიესალმება პროკურატურის მიერ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და აცხადებს, რომ გამოძიების შედეგად ფარდა აეხდება „ლელო-ძლიერი საქართველოს“ მიერ დაგეგმილ მავნებლობას. „მადლობა მათ კიდევ ერთხელ, რომ მოგვცეს საშუალება ჩვენც, პოლიტიკაში ჩართულ ადმიანებსაც, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებსაც იმისათვის, რომ მათი ტყუილები ვამხილოთ.
ვამხილოთ, მათ შორის, ის ქმედებები, რომელებსაც ისინი გეგმავენ 4 ოქტომბრისათვის. მათ რამდენიმე ათეულ შემთხვევაში მუნიციპალურ არჩევნებში კანდიდატიც კი ვერ დაასახელეს და რა კანდიდატებზე ზეწოლასა და მათ მოსყიდვაზეა საუბარი, გაურბით მათ თავიანთ წევრები და ერთი თუ ორი ადამიანი მათ გამოიჭირეს და ათქმევინეს აბსოლუტური სისულელე და შემდეგ ამ სისულელეზე კომენტარები აკეთეს. რეალურად კარგია, რომ პროკურატურამ დაიწყო გამოძიება და შესაბამისად ფარდა აეხდება იმ მავნებლობას, რომელიც დაგეგმილი აქვს „ლელოს“ და მათთან დაკავშირებულ ყველა იმ ე.წ. პოლიტიკოსს, რომელიც არის აგენტი და ყველაფერზე ხელმომწერი“,- განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა