ელენე ხოშტარია – ს მარცხი მოლდოვაში! – ინგრევა რუსეთის და „რუსული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს

ს მარცხი მოლდოვაში! – ინგრევა რუსეთის და „რუსული ოცნების“ კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს – მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა, – ამის შესახებ ნათქვამია „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, პატიმრობაში მყოფი ელენე ხოშტარიას წერილში.
ხოშტარიას თქმით, რეგიონში რუსეთის დასუსტება და ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი ს გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ჩვენს ევროპულ გზაზე დაბრუნების შანსებს აძლიერებს.
„რუსეთის მარცხი მოლდოვაში!
პროდასავლური ძალები რეგიონში სულ უფრო და უფრო ძლიერდებიან. პირველ რიგში, ვულოცავ მაია სანდუს და მოლდოველ ხალხს!
ეს გამარჯვება ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის დასუსტება რეგიონში, ევროკავშირის, დემოკრატიის, თავისუფალი ს გამარჯვება, რუსეთის გაძევებისა და ევროპულ გზაზე დაბრუნების ჩვენს შანსებს აძლიერებს. საქართველოს რუსეთისგან გამოგლეჯა და უკრაინის გარდაუვალი გამარჯვება, პრაქტიკულად დაასრულებს რეგიონში მშვიდობის, ნამდვილი მშვიდობის, დამყარებას.
ინგრევა რუსეთის და რუსული ოცნების კიდევ ერთი ტყუილი, თითქოს ევროპაში ინტეგრაცია ნიშნავს ომს. მოლდოვა ნათელი მაგალითია, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია არის თავისუფლების და მშვიდობის გზა.
საქართველო ისტორიულ და რეგიონალურ ანომალიად არ უნდა დარჩეს.
ბოლომდე!“ – წერს ელენე ხოშტარია წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა