სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს პრიტი პატელს შეხვდა

ვარშავაში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, პოლონეთში ვიზიტად მყოფი საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრს, ჩრდილოვან საგარეო საქმეთა მდივანს, პრიტი პატელს შეხვდა.
სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახურის თანახმად, შეხვედრისას განიხილეს საქართველოში „არსებული პოლიტიკური კრიზისი და ევროპული ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მხარდაჭერის აუცილებლობა“.
„როგორც გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის წევრმა განაცხადა, ბრიტანეთმა ქართველი ხალხის მიმართ აბსოლუტური მორალური მხარდაჭერა უნდა უზრუნველყოს, საჭიროა დაისაჯონ ის პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ჩაგვრასა და რეპრესიებზე, მათ შორის, სახელობითად დასახელებითა და პერსონალური სანქციების გამოყენებით”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მიხეილ სააკაშვილი – „ქოცებს“ გულზე ხვდებოდათ ჩემი კადრები, რომელიც ასახავს თუ როგორ ვეხმარებოდი ხალხს წყალდიდობისას და ჩემს მისაბაძად გაცვივდნენ თელავში – ასევე, არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა ოპოზიციის მიერ თავისი როლის არ შესრულებას

გიორგი შარაშიძე – რა დმანისის და ლანჩხუთის მერიებზეა საუბარი, თბილისის მერია შეისწავლონ – თუ კობახიძეს მართლა სურს დაამტკიცოს, რომ ებრძვის კორუფციას, თბილისის მერიიდან დაიწყონ, რაც შეეხება კაია კალასს, ხალხს თვითონ „ოცნება” გაემიჯნა