ვესაუბრე მოლდოვას პრეზიდენტს, მაია სანდუს. მოხარული ვარ, მივულოცო მაიას ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება და წარმატებები ვუსურვო, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი საქმიანობა მარცხდება, ევროპაში კი მოლდოვა იმარჯვებს.
„რუსული დივერსია, მუდმივი დეზინფორმაცია – ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. მნიშვნელოვანია, რომ მოლდოვა ეფექტურად იცავდა თავს საფრთხეებისგან ყველასთან ერთად, ვინც დახმარება გაუწია. ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს მოლდოვას. გავაგრძელებთ ერთად მუშაობას. გამოწვევების ერთობლივად დაძლევას და ისეთი მომავლის აშენებას, სადაც ჩვენს ხალხებს ექნებათ ძლიერი პერსპექტივები – უსაფრთხოებაში, ეკონომიკაში და შესაბამისად, სოციალურ ცხოვრებაში“, – წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.
