UCMAS საერთაშორისო შეჯიბრება და მსოფლიო ჩემპიონატი 2025

საქართველო დეკემბერში მასპინძლობს, მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრებას და მსოფლიო თასს, რომელიც საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტში (SEU), 2025 წლის 6–7 დეკემბერს ჩატარდება. UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი და მსოფლიო თასი 2025 — წლის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური საგანმანათლებლო ღონისძიებაა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით 24 სექტემბერს, სასტუმრო სვისჰოტელში გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც ოფიციალურად გაჟღერდა კონკურსის შესახებ დეტალები. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსიმასის ოფიციალური ფრენჩაიზის მფლობელი საქართველოში ქალბატონი საჰარ ჰარბი, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე ბატონი ვასილ ქარსელაძე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის (სეუ) ვიცე-რექტორი აკადემიური მიმართულებით ბატონი გიორგი ღავთაძე. ღონისძიებას ასევე ოფიციალური მხარდამჭერები იყვნენ საქართველოში ს სამეფო და იტალიის საელჩო.
მენტალური არითმეტიკის საერთაშორისო შეჯიბრი გააერთიანებს 84 ქვეყნის 1,500 მოსწავლეს და 4,000-ზე მეტ სტუმარს — მათ შორის, პედაგოგებს და განათლების მიმართულებით ოფიციალურ პირებს მთელი მსოფლიოდან.
კონკურსს ორგანიზებას უწევს UCMAS საქართველო და ის კავკასიის რეგიონში ამ მასშტაბის პირველი მსგავსი ღონისძიებაა, ეს მოვლენა კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მზარდ როლს გლობალურ საგანმანათლებლო სივრცეში.
რა არის UCMAS?
UCMAS (Universal Concept of Mental Arithmetic System) — გონებრივი არითმეტიკის უნივერსალური სისტემა — გლობალურად აღიარებული ტვინის განვითარების პროგრამაა, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვების კოგნიტური უნარების გაუმჯობესებას აბაკუსის დახმარებით გონებრივი არითმეტიკის გზით. პროგრამა წარმოდგენილია 80-ზე მეტ ქვეყანაში და 2.5 მილიონზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს მთელ მსოფლიოში. UCMAS ხელს უწყობს 4-დან 13 წლამდე ბავშვებში სწრაფი არითმეტიკული გამოთვლების უნარის, მეხსიერების სიმტკიცისა და ყურადღების კონცენტრაციის განვითარებას — ეს უნარები აუცილებელია თანამედროვე, სწრაფად ცვალებად რეალობაში.
30-წელზე მეტი ისტორიის მქონე პროგრამამ მსოფლიო მასშტაბით მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა. ისეთ პრესტიჟულ უნივერსიტეტებში, როგორიცაა ჰარვარდი, სტენფორდი და კალიფორნიის უნივერსიტეტი სან-დიეგოში, UCMAS-ისადმი მიძღვნილი კვლევები ჩატარდა.
ეს კვლევები ადასტურებს, რომ UCMAS აუმჯობესებს კოგნიტურ უნარებს, მათ შორის მეხსიერებას, ყურადღებას, აღქმას, მსჯელობის უნარსა და თვითდაჯერებულობას.
UCMAS-ის საერთაშორისო კონკურსი და მსოფლიო თასი პროგრამის წლიური საკვანძო ღონისძიებაა — დინამიური და ენერგიული შეჯიბრი, სადაც ბავშვებს 8 წუთზე ნაკლებში გონებრივი გამოთვლის მეშვეობით უწევთ 200-მდე არითმეტიკული ამოცანის გადაწყვეტა.
UCMAS საქართველო:
2018 წლიდან, რაც UCMAS საქართველომ ფუნქციონირება დაიწყო, თბილისის ერთ ცენტრს მოჰყვა ფართო განვითარება. დღეისათვის ის წარმოდგენილია საქართველოს მთავარ ქალაქებში — ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში და თელავსა და გორში — და აქტიურად აფართოებს ქსელს რეგიონებში. 2025 წლის სექტემბერში დაგეგმილია ახალი ცენტრების გახსნა ზუგდიდსა და ფოთში.
ათასობით მოსწავლე ყოველკვირეულად ესწრება პროგრამებს, რომლებიც ორიენტირებულია გონებრივ არითმეტიკაზე, ლოგიკასა და ტვინის ვარჯიშზე, რაც UCMAS-ს აქცევს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან არასასკოლო საგანმანათლებლო პლატფორმად საქართველოში.
საქართველოს გუნდი წლების განმავლობაში მონაწილეობდა სხვადასხვა საერთაშორისო შეჯიბრებაში და ჩვენი მოსწავლეები მუდმივად აღწევენ მაღალი დონის შედეგებს — რაც ამ წლის მასპინძლობის პატივს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი მნიშვნელობით ავსებს.
გლობალური დღესასწაული საქართველოში
2025 წლის კონკურსი საქართველოში უპრეცედენტო მაყურებელთა რაოდენობას მოიზიდავს — დაახლოებით 4,000 სტუმარს, მათ შორის ოჯახებს, პედაგოგებსა და ოფიციალურ პირებს ევროპიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, აზიიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან — რაც საგანმანათლებლო თემატიკაზე დაფუძნებული ღონისძიებისთვის რეკორდული მაჩვენებელია საქართველოსთვის.
UCMAS საქართველო საჯარო და კერძო სექტორის მთავარ პარტნიორებთან თანამშრომლობით მუშაობს იმისთვის, რომ თითოეული მონაწილესთვის შთაბეჭდავი იყოს კონკურსი.
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით:
ანუკი ტალახაძე (+995) 555 50 00 88

ასევე დაგაინტერესებთ

გია ხუხაშვილი – როცა „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვით პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღებაზე ვსაუბრობთ, ეს როგორი სიჯანსაღეა იცით?! საბჭოთა კავშირში რომ იყო, ჩიტების ჭიკჭიკი რომ ისმის, პოლიტიკა რომ კვდება