რეგიონის უმსხვილესი iGaming და Tech კონფერენცია SBC Summit Tbilisi 2025 15-16 ოქტომბერს ბრუნდება და ევრაზიის რეგიონს სრულად მოიცავს. ბრიტანული ორგანიზაციის, SBC-ისა და SMH-ის ორგანიზებით, ღონისძიება სასტუმრო “შერატონ გრანდ მეტეხი პალასში ” ჩატარდება. სამიტის წარმდგენი პარტნიორია EGT Georgia.
ღონისძიების ფარგლებში, თბილისს ესტუმრება iGaming-ინდუსტრიის 2000-ზე მეტი მაღალი რანგის დელეგატი ევრაზიის, ევროპისა და ამერიკის წამყვანი გლობალური კომპანიებიდან.
ასევე, სამიტში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს ბაზრის ლიდერი კომპანიები. წარდგება 30-ზე მეტი კომპანია საგამოფენო სივრცეებით, სადაც მათ საკუთარი პროდუქტისა და სერვისის დემონსტრირების საშუალება მიეცემათ.
ფეხბურთის ლეგენდა, ალესანდრო ნესტა SBC Summit Tbilisi 2025-ს დაესწრება, როგორც სამიტის მთავარი სპიკერი. მსოფლიო ჩემპიონი და „მილანის“ ლეგენდარული მცველი, ღონისძიებაზე ორ მნიშვნელოვან გამოსვლას გამართავს. ნესტა ისაუბრებს სპორტზე, ლიდერობასა და კავშირზე სპორტსა და iGaming-ს შორის, ასევე გაგვიზიარებს გამოცდილებას წარმატებული პარტნიორობის ჩამოყალიბებაზე ინდუსტრიის ლიდერებთან.
ოთხშაბათს, 15 ოქტომბერს, ალესანდრო ნესტა განიხილავს საკუთარ კარიერას და ისეთ თემებზე ისაუბრებს, როგორიცაა ლიდერობა, მდგრადობა და სპორტსა და iGaming-ს შორის კავშირი.
ხუთშაბათს, 16 ოქტომბერს, იტალიელი შეუერთდება პანელს “The Influence of Sports Icons in Gaming & Entertainment”-ს სადაც მასთან ერთად წარმოდგენილი იქნებიან ინდუსტრიის ექსპერტები, ლაშა მაჭავარიანი (SMH Global-ის დამფუძნებელი), დოქტორი მათიას კირშენჰოფერი (ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, Sport1 Medien) და ზურაბ მაღალაშვილი (მარკეტინგის დირექტორი, Flutter Entertainment).
საკუთარი გამოცდილების გაერთიანებით, როგორც მსოფლიო დონის მოთამაშე და მწვრთნელი, ნესტა SBC Summit Tbilisi 2025-ს სთავაზობს იშვიათ და უნიკალურ ორმაგ ხედვას.
SBC Summit Tbilisi 2025-ზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ SBC-ის ოფიციალურ ვებ-გვერდს:
sbcevents.com
Alessandro Nesta
SBC Summit Tbilisi
SBC Events
Euro Games Technology Georgia – EGT Georgia
Lasha Machavariani
