დიმიტრი პესკოვი – მოლდოვაში ჩატარებული ს შეფასება შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ძალები დასკვნებს გააკეთებენ

მოლდოვას ს შეფასება მოგვიანებით იქნება შესაძლებელი, მას შემდეგ, რაც ქვეყნის პოლიტიკური ძალები საკითხებთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციებს გამოხატავენ, – ამის შესახებ ს პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
„რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ზოგიერთი პოლიტიკური ძალა აცხადებს თავის უთანხმოებას. ისინი საუბრობენ არჩევნების დროს შესაძლო დარღვევებზე. არჩევნების შეფასება მოგვიანებით უნდა მოხდეს, მას შემდეგ, რაც გავიგებთ, თუ როგორ გამოხატავენ თავად პოლიტიკური ძალები თავიანთ პოზიციებს ამ საკითხებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა პესკოვმა.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

მათე დევიძე – ჯერ მოძალადე მეძახეს, მერე ქვეყნის დამქცევი, მერე მოღალატე და ახლა უცებ შემიბრალონ? – ნებისმიერი შემოთავაზებული შეღავათი იქნება უარყოფილი – ჩემი ბრძოლა იქნება ბოლომდე, უკანასკნელ ამოსუნთქვამდე

ზურაბ ჯაფარიძის საქმის პროკურორი – გირაოსა და დამატებითი ღონისძიების პირობებში სრულად იქნება უზრუნველყოფილი ბრალდებულის სათანადო ქცევა – კომპენსირების გარეშე შესაძლებელია საფუძველიც კი ყოფილიყო, მოგვეთხოვა პატიმრობა