ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა გაახანგრძლივა

ფინეთმა რუსეთთან სასაზღვრო გამშვები პუნქტების ჩაკეტვის ვადა გაახანგრძლივა – ინფორმაციას ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს და წერს, რომ საზღვრები 11 თებერვალს გაიხსნება.
სასაზღვრო დაცვის სამსახურის ცნობით, წინა თვეში ორი სასაზღვრო გამშვები პუნქტის მოკლევადიანი გახსნისას დან ფინეთში თავშესაფრის 300-ზე მეტი მაძიებელი გადავიდა. ნოემბერში კი, ფინეთში, რუსეთის გავლით კენიიდან, მაროკოდან, დან, სომალიდან და სირიიდან დაახლოებით 900 თავშესაფრის მაძიებელი შევიდა.
“ხელისუფლების მიერ შეგროვებული ინფორმაციის საფუძველზე, სავარაუდოა, ფენომენის ხელახალი განმეორება და გაფართოების საფრთხე, როგორც ადრე იყო”, – ნათქვამია ფინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ფინეთმა რუსეთთან რვა სასაზღვრო გამშვები პუნქტი მას შემდეგ დახურა, რაც მოსკოვი თავშესაფრის მაძიებლებისა და უსაბუთო მიგრანტების საზღვრის გადაკვეთის წახალისებაში. რუსეთმა ბრალდებები უარყო. ფინეთის 1340 კმ (832 მილი) საზღვარი რუსეთთან არის EU-ის საგარეო საზღვარი და NATO-ს ჩრდილო-აღმოსავლეთი ფლანგის ნაწილი.