– „აკაცუკებმა“ უნდა გაიგონ ერთი რამ, ყველაზე მთავარია, გაღიაროს ქართველმა ხალხმა – ამ ქვეყნის პატრონი და მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი

გარედან თითის დაქნევით საუბარი მიუღებელია, ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომ საქართველო დავაზიანოთ, – ასე უპასუხა თბილისის მერმა კონკრეტულ მედიასაშუალებას კითხვაზე, როგორ აპირებს „ქართული ოცნება“ ძალაუფლების შენარჩუნებას დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე.
კახა კალაძის განმარტებით, მმართველი პარტიისთვის უპირველესი ქართველი ხალხის აღიარების მოპოვებაა.
„აკაცუკებმა“ უნდა გაიგონ ერთი რამ, ყველაზე მთავარია, გაღიაროს ქართველმა ხალხმა. ამ ქვეყნის პატრონი და მთავრობა არის მისი აღმატებულება ქართველი ხალხი. აღარ არის ის დრო, ვიღაცები გარედან რომ მართავდნენ ჩვენს ქვეყანას. საქართველოს მართავს პატრიოტი ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება, რომელსაც ქვია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“. „გლობალური ომის პარტია“ არამხოლოდ საქართველოს მტერია, ზოგადად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დიდ ძალას წარმოადგენს. პრეზიდენტ ტრამპის დაპირებაც გაიხსენეთ – „გლობალური ომის პარტიის“ დამარცხება. შესაბამისად, დაველოდოთ ამ პროცესების დასრულებას“, – განაცხადა მ.

ასევე დაგაინტერესებთ

მურთაზ ზოდელავა – მზად ვარ, ყველა მუხლი ჩემს თავზე ავიღო, თუ გინდათ, კიდევ დაამატეთ, ოღონდ პროკურატურამ ლმობიერება გამოიჩინოს ამ საქმეში პატიოსანი ადამიანების მიმართ – გთხოვთ, მათთვის საპროცესო შეთანხმება გახადოთ ხელმისაწვდომი