– მოლდოვა, შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა, დემოკრატია, თავისუფლება – ჩვენი კარი ღიაა!

მოლდოვა, შენ ეს კიდევ ერთხელ გააკეთე. შიშის ან განხეთქილების დათესვის ვერავითარი მცდელობა ვერ შეარყევს შენს გადაწყვეტილებას, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტი, სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი განცხადებით, ევროკავშირის კარი მოლდოვისთვის ღიაა.
„შენ ნათლად გამოხატე შენი არჩევანი: ევროპა. დემოკრატია. თავისუფლება. ჩვენი კარი ღიაა და ჩვენ შენს გვერდით დავდგებით ყოველ ნაბიჯზე. მომავალი შენია“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.
ცნობისთვის, მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ხმების 99.91 პროცენტის დათვლის შედეგად, საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვის მმართველი „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ ხმათა 50.16 პროცენტით ლიდერობს.

ასევე დაგაინტერესებთ

„ნაციონალური მოძრაობა“ – გულითადად ვულოცავთ უწმინდეს შიო III-ს – ეკლესიის წინაშე დგას საჭიროება სიბრძნით აღსავსე განახლებისა, რათა კვლავაც შეასრულოს ისტორიული როლი, როგორც საზოგადოების გამაერთიანებელმა ძალამ და იდენტობის მყარმა საყრდენმა