ტრამპმა რუსეთზე შორი დისტანციის დარტყმების ნებართვა გასცა – კელოგი

უკრაინის საკითხებში -ის სპეციალური წარმომადგენლის, გენერალ კიტ კელოგის თქმით, ტრამპმა ამერიკული იარაღით რუსეთზე შორი დისტანციის დარტყმების განხორციელების ნებართვა გასცა, თუმცა პენტაგონი ყოველთვის არ აძლევს კიევს ამის საშუალებას.
კელოგის თქმით, ყველა ისე უნდა მოიქცეს, როგორც ტრამპი გადაწყვეტს.
„უკრაინელებს არ უთხოვიათ ამერიკელი ჯარისკაცები ადგილზე. მათ სურთ შეიარაღება, შესაძლებლობა და ნებართვა, რომ გამოიყენონ ეს, და თუ ასე მოიქცევიან, ვფიქრობ, ეს საკმაოდ კარგად იქნება მიღებული“, — განაცხადა კელოგმა Fox News-ის ეთერში.
კითხვაზე, გასცა თუ არა პრეზიდენტმა ნებართვა რუსეთში დისტანციურ დარტმებზე, კელოგმა უპასუხა:
„თუ წავიკითხავთ, რაც მან თქვა, და იმასაც, რაც ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა თქვა და ასევე სახელმწიფო მდივანმა რუბიომ, პასუხი არის — დიახ. გამოიყენეთ სიღრმეში დარტყმის შესაძლებლობა. არ არსებობს უსაფრთხო ზონები“, — განაცხადა კელოგმა.
მან გაიხსენა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა მ ტრამპთან შეხვედრის დროს მოითხოვა სთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების გადაცემა , რომელთა მოქმედების რადიუსი 2500 კილომეტრამდეა. სპეციალური წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული.
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ ჯე დი ვენსის თქმით, აშშ უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ რაკეტების გამოყენებას განიხილავს.
ტრამპმა მანამდე განაცხადა, რომ ძალიან ძნელია მოიგო ომი ისე, რომ არ დაარტყა დამპყრობლის ქვეყანას.
„ეს ჰგავს დიდ გუნდს სპორტში, რომელსაც ფანტასტიკური დაცვა აქვს, მაგრამ შეტევაზე გასვლა ეკრძალება. მოგების შანსი არ არსებობს! ასეა სა და რუსეთთანაც. გაიძვერა და სრულიად არაკომპეტენტური უკრაინას საპასუხო იერიშის ნებას არ აძლევდა და მხოლოდ თავდაცვის ამარა ტოვებდა. რა შედეგი დადგა? ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ომი არასდროს მოხდებოდა, მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტი. საინტერესო დრო გველის“, — დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში.
ცოტა ხნის წინ ტრამპმა მნიშვნელოვნად შეცვალა რიტორიკა რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით და თქვა, რომ უკრაინას შეუძლია დაიბრუნოს დაკარგული ტერიტორიები და უფრო შორსაც წავიდეს.