ლაშა ფარულავა – „ნაციონალური მოძრაობის“ და დემოკრატიული ჯგუფების გაუქმება განწირული მცდელობაა – ვინ გაუქმდება 4 ოქტომბერს და ვის გამოუტანს ხალხი პოლიტიკური განაჩენს, ყველა ერთად ვნახავთ

ჩვენ რომ „მშვიდობიან რევოლუციაზე“ ვსაუბრობთ, ჩათვალეს, რომ ამაზე სარკისებური პასუხი იყო საჭირო და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად დემოკრატიული ჯგუფების გაუქმებაზე გააკეთეს ანონსი – ეს განწირული მცდელობაა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა საგამოძიებო კომისიის გადაწყვეტილებას, რომ მათი დასკვნა, საკონსტიტუციო სასამართლოში შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების წამოწყების საფუძველი გახდეს, „რომლის მიზანიც „ნაციონალური მოძრაობის“ და მისი წევრების პოლიტიკური საქმიანობის აკრძალვა იქნება“.
ფარულავას განცხადებით, „ივანიშვილის რეჟიმი -მდინარაძეზე რომ დგას, ეს არის ნიშანსვეტი იმისა, რომ მას დამარცხება უწერია“.
„გასაგებია მათი მცდელობა, ივანიშვილმა ფსონები გაზარდა. ჩვენ ვამბობთ „მშვიდობიან რევოლუციას“ და ცხადია, რევოლუციური ცვლილებები სახალხო მხარდაჭერისა და დიდი ერთიანობის გარეშე გამორიცხულია. შესაბამისად, მათი მხრიდან ჩათვალეს, რომ სარკისებური პასუხი იყო ამაზე საჭირო და არა მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“, არამედ მთლიანად დემოკრატიული ჯგუფების გაუქმებაზე გააკეთეს ანონსი. ერთი მხრივ ებრძვიან ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, დამნაშავეებად აცხადებენ, ფულის გათეთრებას აბრალებენ. ერთი ხელით ებრძვიან შიგნით თანაგუნდელებს, მეორე ხელით – ქართველ ხალხს. ივანიშვილის რეჟიმი -მდინარაძეზე რომ დგას, ეს არის ნიშანსვეტი იმისა, რომ მას დამარცხება უწერია. ქართველი ხალხი ამ დაჯგუფებას განაჩენს გამოუტანს იმიტომ, რომ შეუძლებელია ასე გაგრძელდეს.
მათ ქართველი ხალხისთვის სათქმელი არაფერი აქვთ. ეს არის განწირული მცდელობა. ივანიშვილმა წულუკიანის პირით სარკისებური პასუხი გასცა, რომ გაგაუქმებთო. ეს არ ეხება მხოლოდ პოლიტიკურ პარტიებს, არამედ არასამთავრობო სექტორს, შემდგომში იქნება მედია. დემოკრატიის გაუქმება ცხადია, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების გაუქმებასაც გულისხმობს. რა საჭირო იქნება კრიტიკული მედია? აღარავინ იარსებებს. ამ ქვეყანაში იქნება შავი ფარდა ჩამოფარებული. ამას გვიანონსებს ივანიშვილი“,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ დღემდე ს აჩრდილს ებრძვის.
„კობახიძე-პაპუაშვილი მიხეილ სააკაშვილზე საუბრობენ, როგორც ლეგიტიმურ პრეზიდენტზე. თუ იმ რეჟიმში ვიმყოფებით, სადაც სააკაშვილი წერს, რომ „ცოტა კიდე მომაწექით და გადავდგებითო“.. ამ მოდულში ცხოვრობს ქვეყანა. ეს ხალხი დღემდე ს აჩრდილს ებრძვის და რეალურად, ის პოლიტიკურ პატიმრობაში ჰყავთ. ეს ხომ ასე არ უნდა გაგრძელდეს“,- აღნიშნა ფარულავამ.
გარდა ამისა, ფარულავამ ისაუბრა 4 ოქტომბერს ოპოზიციური პარტიების ნაწილის მიერ დაანონსებულ აქციაზეც. მისი თქმით, „პოლიტიკური ტურბულენცია და მოლოდინები 4 ოქტომბერთან დაკავშირებით მაღალია“.
ფარულავას განცხადებითვე, „მშვიდობიანი რევოლუციის შემდგომ ვანიშვილი რომ დასრულდება, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ მოდის ხელისუფლებაში, არამედ უნდა დაინიშნოს“.
„მოლოდინები ლევან ხაბეიშვილმა გააჩინა, რომელმაც რწმენა დააბრუნა იმის, რომ ჩვენ შეგვიძლია ივანიშვილის დამარცხება, რომ ივანიშვილი დღეს აღარაფერზე აღარ დგას. მთავარი საყრდენი, რომელიც თქვენს კოლეგებს სცემდა რუსთაველზე, გომელაურს ვგულისხმობ, „მაგნიტსკის სიაში“ კი არ არის შეყვანილი, არამედ უკვე თავისივე გუნდელები „მძიმე დამნაშავეს“ ეძახიან. პოლიციელებს მარტივი არჩევანი აქვთ, ერთი მხრივ, გომელაურის ბედი გაიზიარონ, თუ დემოკრატიული ტრანსფორმაციის შემდგომ, აირჩიონ კონკრეტული ჯილდო, რომელზეც საუბრობდა. მთავარი 4 ოქტომბერს იქნება რუსთაველის გამზირზე. თუ ვინმე რამეს დააკვირდება 4 ოქტომბერს, ეს იქნება რუსთაველის გამზირი. რუსთაველის გამზირი უნდა იყოს ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ აქცია, არამედ დიდგორი.
ორგანიზატორებმა თქვეს ძალიან მკაფიოდ – „ვიწყებთ და ვამთავრებთ“. „ქართული ოცნება“ არ არის იმ ფორმაში, რაშიც გასულ წელს იყო. მას საყრდენი გამოცლილი აქვს. როგორ გგონიათ, მდინარაძე შეაჩერებს ქართველ ხალხს? ან მისი ძმაკაცი რომაა, გეკა გელაძე? „ქოცი“ აღარ დარჩა „ქართულ ოცნებაში“, მოიყვანეს მედროვეები. შარმანაშვილი რომაა, ადრე დიდი „ნაცი“ იყო, ახლა დიდ „ქოცად“ მოაქვს თავი. რეალურად, ეს ხალხი არიან მედროვეები. ამ მედროვეებზე დგას დღეს „ქართული ოცნება“.
ხომ არ დაგავიწყდათ დავით სონღულაშვილის პოსტი „ფეისბუქზე“, ბოდიშებს რომ იხდიდა და მერე წაშალა. ეს იმიტომ მოხდა, რომ ქართველი ხალხის დიდი ერთობა დაინახა და საკუთარი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა. შემდგომ გომელაური, ლილუაშვილი, ეს ხალხი მივიდა და უთხრა, რომ ჩვენ დათმობას არ ვაპირებთ, მაგრად ვდგავართო. შემდგომ ამ ხალხს უთხრეს, რომ „მძიმე დამნაშავეები“ ხართო. ლილუაშვილს თავკაცი დაუჭირეს, გომელაურს უთხრეს, რომ „მძიმე დამნაშავე“ ხარო. ღარიბაშვილს ძმაკაცი აღარ დარჩა, ყველა გასაქცევად ემზადება. შიგნით აქვთ უბედურება და როგორ გგონიათ.. რომ ვიწყებთ, კი უნდა დავამთავროთ. დამთავრებაში იგულისხმება რეჟიმის სრული დემონტაჟი და დემოკრატიის აღდგენა.
როდესაც „მშვიდობიან რევოლუციაზე“ ვსაუბრობთ, დადგა დრო, ქართველ ხალხს ვუთხრათ იმ მოლოდინებზე, რა მოლოდინებიც აქვთ. ივანიშვილი რომ დასრულდება, „ნაციონალური მოძრაობა“ კი არ მოდის ხელისუფლებაში, უნდა დაინიშნოს , სადაც თქვენ და ნებისმიერი მოქალაქე საკუთარ პოლიტიკურ იდენტობას საარჩევნო უბანზე თავისუფლად დააფიქსირებს.
ეს არჩევნები, ცხადია, ჩვენ უნდა დავნიშნოთ. აბა, ივანიშვილი რასაც გვიპირებს, აგერ ანონსი ხომ ვნახეთ, ყველა უნდა გაგაუქმოთო. ვინ გაუქმდება 4 ოქტომბერს და ვის გამოუტანს ხალხი პოლიტიკური განაჩენს და როგორ აღსრულდება ის, ყველა ერთად ვნახავთ“,- განაცხადა ფარულავამ.
გარდა ამისა, ფარულავა გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ს საპატიმროდან გამოგზავნილ წერილსაც, სადაც ის 4 ოქტომბერთან დაკავშირებით საუბრობს და აღნიშნავს, რომ „ივანიშვილის მწამებელ ბანდასთან ერთად დასრულდება პოლიტიკური „ვაჭრუკანების“, ოპოზიციაში „დასაქმებულების“, „ლაი-ლაისტების“ ეპოქა“. ფარულავას განმარტებით, ხაბეიშვილის განცხადება რომელიმე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ არაა გაკეთებული.
„ლევან ხაბეიშვილი რადგანაც ჩარჩოებს გასცდა და საერთო სახალხო მოძრაობის მთავარი მოთხოვნები აირეკლა, ამის გამო გაუშვეს ციხეში. ვინც ამ მოვლენაზე ადეკვატური პოზიციაა არ დააფიქსირა ან განცხადება არ გააკეთა ან ჩვეულებრივი კეთილსინდისიერება არ დაგვანახა, უპირველესად, ქართულ საზოგადოებას, მათთვისაც იქნება 4 ოქტომბერი განაჩენი. ეს იქნება ქვეყანაში დიქოტომიური ცვლილებების დღე. ძალიან ცდებით, თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ლევან ხაბეიშვილის განცხადება რომელიმე პოლიტიკური პარტიის მიმართ იყო გაკეთებული. ინდივიდებისგან შედგება პოლიტიკური პარტიები. ჩვენ „ქართული ოცნებისგან“ იმით განვსხვავდებით, რომ ჩვენ არავის გასაუქმებლად არ მოვდივართ. დემოკრატიული გარდაქმნის და ტრანსფორმაციის შემდგომ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა შეიცვალოს ქვეყანაში. ის მიდგომები, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს იყო, შესაცვლელია. მათ შორის, სისხლის სამართლის კოდექსი და ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსი“,- განაცხადა ფარულავამ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია თურნავა „ლუკოილის“ სანქცირებაზე – საფინანსო სექტორი განუხრელად ასრულებს საერთაშორისო სანქციებს, სამი წელია, პრაქტიკულად, არცერთი დარღვევის შემთხვევა არ გვქონია – ამ შემთხვევაშიც ვიმოქმედებთ შესაბამისად, გართულება არ იქნება