არ ვეთანხმები ზელენსკის, რომ თითქოს საქართველო უკვე დაკარგულია — ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
მან თავისი გამოსვლა პრეზიდენტ მაია სანდუსამდი არჩევნებში გამარჯვების მილოცვით დაიწყო და თქვა, რომ მოლდოვის საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული ძალის გამარჯვება იმედი მომცემია საქართველოსთვისაც.
„დღეს ვსაუბრობთ ძალიან აქტუალურ საკითხზე — ევროკავშირის გაფართოებაზე. გაფართოება, უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკური არჩევანია. ეს არის პოლიტიკური არჩევანი იმ ქვეყნებისათვისაც, რომლებიც ცდილობენ გაწევრიანებას. მაგრამ ეს ასევე გეოპოლიტიკური აუცილებლობაა, რადგან დემოკრატიებს ყოველდღიურად მეტი და მეტი გლობალური გამოწვევა ხვდება. ავტორიტარიზმი ყველგანაა, როგორც ევროკავშირის გარეთ, ზოგჯერ მის შიგნითაც კი და ამ გამოწვევების დაძლევა ევროკავშირს მხოლოდ ერთობლივი ძალებითა და მზარდი სიმტკიცით შეუძლია“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისი თქმით, უფრო ძლიერი ევროპა დამოკიდებულია მის გაფართოებაზე, მაგრამ ისეთ გაფართოებაზე, რომელიც მოიცავს მშვიდობას, უსაფრთხოებისა და თავდაცვის ახალ პოლიტიკას, ეკონომიკურ ძლიერებას, მეზობლებთან, პარტნიორებთან და სტრატეგიულ რეგიონებთან კავშირს.
„ამ კონტექსტში შავი ზღვა გაფართოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია“, — თქვა ზურაბიშვილმა და დასძინა, რომ რეალურად ჯერ კიდევ არ ჩანს შავი ზღვის მიმართ ევროპული ან ნატოს სტრატეგიის კონტურები.
„ქართველები განვაგრძობთ ბრძოლას ჩვენი ევროპული მომავლისთვის. მაგრამ ამ ბრძოლას მარტო ვერ მოვიგებთ. ბოლო წლებმა გვიჩვენა, რომ სულ უფრო მრავალფეროვან იარაღს იყენებს საკუთარი მიზნების მისაღწევად — არა მხოლოდ სამხედრო აგრესიას, რომელიც ში წაგებულია, არამედ პროპაგანდას, კიბერთავდასხმებს, დეზინფორმაციას, ს მანიპულაციას და სხვა ინსტრუმენტებს. ამ ყველაფერს ევროპიდან პასუხი სჭირდება“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ ევროკავშირს სჭირდება ახალი რბილი ძალის პოლიტიკა, რადგან რუსეთს შეუძლია არჩევნების მანიპულირება ისეთი მეთოდებით, რომლებიც კლასიკური მეთოდებით ვერ იშიფრება.
„დღეს შთაბეჭდილება რჩება, რომ ევროკავშირი პასიურია, არ იყენებს თავის მთელ შესაძლებლობებს. საქართველომ ვერ შეძლო საკუთარი თავის დაცვა არჩევნების უზარმაზარი მანიპულაციებისგან, რადგან პრეზიდენტს აღმასრულებელი ბერკეტები არ ჰქონდა. მოლდოვამ კი შეძლო საკუთარი ხალხის ხმების დაცვა. ასეთ დროს ჩვენ ველით, რომ ევროკავშირი მკაფიოდ განაცხადებს საკუთარ პოზიციას, მეტ აქტიურობას გამოიჩენს და არ დატოვებს ქვეყნებს მარტო რუსული ზეწოლის პირისპირ. მე ცოტა არ ვეთანხმები პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებას, თითქოს საქართველო უკვე დაკარგულია. ჩვენ ჯერ კიდევ არ დავმარცხებულვართ! ჩვენ ჯერ კიდევ ვიბრძვით! ჩვენ ჯერ კიდევ ქუჩაში ვართ. მე თავად ვარ ქუჩაში. ჩვენ გვჭირდება მეტი მხარდაჭერა, მეტი ყურადღება, მეტი აქტიური ჩართულობა“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
განცხადება, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი არ ეთანხმება, უკრაინის პრეზიდენტმა გაეროში სიტყვით გამოსვლისას გააკეტა. მან თქვა, რომ გლობალური რეაქცია რუსეთის აგრესიაზე საკმარისი არ არის და ამ კონტექსტში მან გაიხსენა 2008 წლის აგვისტოს ომიც.
„ჩვენ უკვე დავკარგეთ საქართველო ევროპაში. ადამიანის უფლებები და სახელმწიფო სისტემის ევროპული ბუნება იქ მხოლოდ მცირდება. საქართველო რუსეთზეა დამოკიდებული. ბევრი წლის განმავლობაში ბელარუსიც რუსეთზე დამოკიდებულებისკენ მოძრაობდა. ევროპას არ შეუძლია, მოლდოვაც დაკარგოს. და უფრო მეტად უნდა გვახსოვდეს, როგორ უგულებელყო მსოფლიომ ერთხელ საქართველოს დახმარების საჭიროება რუსეთის თავდასხმის შემდეგ და როგორ გაუშვა ხელიდან მომენტი ბელარუსში“, — განაცხადა ზელენსკიმ.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროკავშირი ვალდებულია, მეტი გააკეთოს როგორც უკრაინის სამხედრო მხარდაჭერის, ისე საქართველოში პოლიტიკური მხარდაჭერისათვის: „და თუ ეს იმას ნიშნავს, რომ ევროკავშირმა თავისი შიდა პრობლემები და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები უნდა დაძლიოს, ეს სწორედ ის არის, რასაც ჩვენ ველით და რისიც გვჯერა. ჩვენ გვჯერა ჩვენი საერთო ევროპული მომავლის!“ — დასძინა ზურაბიშვილმა.