საქალაქო სასამართლოში მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა საბოლოო გადაწყვეტილება ე.წ. პიჯაკების საქმესთან დაკავშირებით. მოსამართლემ სრულად გაიზიარა ფინანსთა სამინისტროს პოზიცია და საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს 9 მილიონამდე ლარის გადახდა დააკისრა.
ე.წ. „პიჯაკების საქმე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკავშირდება. პროკურატურის ვერსიით, 2009–2012 წლებში პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან მილიონობით ლარი დაიხარჯა არა სახელმწიფო საჭიროებებისთვის, არამედ პირადი ხარჯებისთვის.
